თბილისში, წერეთლის 9 ნომერში მაგთის ოფისი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჩამსხვრეულია ოფისის შესასვლელი შუშის კარი. რა არის წაღებული, ამის შესახებ თანამშრომლები დეტალურად ვერ საუბრობენ, რადგან აღრიცხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, წაღებულია მობილური ტელეფონები.
შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.