ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერად, შესაძლოა, ოზურგეთელი ალექსანდრე სურგულაძე დაინიშნოს.
ალექსანდრე სურგულაძე, ბოლო პერიოდში შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა. მისი თქმით, ის ამ სისტემაში 27 წელია მუშაობს:
“თქვენი ცნობისმოყვარეობა რომ დავაკმაყოფილო, გეტყვით, რომ კონსულტაციის დონეზეა საკითხი. მიმდინარეობს კონსულტაციები, ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვარ. გადაწყვეტილი იქნება მაშინ, როცა ბრძანება დაიწერება და მეც უფლებამოსილების გახორციელებას შევუდგები“, _ გვითხრა ალექსანდრე სურგულაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს.