სუიციდის შემთხვევა მოხდა გარდაბანში. 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.