ჟურნალისტ აფგან მუხთარლს აზერბაიჯანის სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტის თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, თუმცა სუს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გატაცების ამსახველი ვიდეო-მასალა ვერ აღმოაჩინეს. ქართულ სამართლებრივი სისტემის ბრალეულობაზე შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალიტის თბილისიდან გაუჩინარებაში ,,გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგი სოსო ცისკარივილი საუბრობს.
როგორც პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, საქართველომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ არაჰუმანურობა გამოიჩინა. ცისკარიშვილი პროკურატურას არაქმედითუნარიანობაში ადანაშაულებს.
,,კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სურდა თუ არა გასაჯაროვებულ ყოფილიყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ამსახველი ვიდეო-მასალა. დღეს ხელისუფლება დუმს, ჩვენი მოქმედი პროკურატურა ხელფეხშეკრულია, იმიტომ, რომ მათ ეძლევათ დავალებები, რა გამოიძიონ და რა არა. სამარცხვინოა იმაზე საუბარი, რომ თურმე აზერბაიჯანი ჟურნალისტი მხოლოდ იმ მარშრუტებით დადიოდა, სადაც ვიდეოკამერები გაფუჭებული იყო. საქართველომ თავი შეირცხინა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ცნობილი ჟურნალისტის მიმართ ასეთი არაჰუმანურობა გამოიჩინა. ეს საქმე ასე არ შერჩება ჩვენს ქვეყანას. ევროკავშირმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმე ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენს ხელისუფლებას რცხვენოდეს. დღეს საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავს გმირებად ასაღებენ, თუმცა, რეალურად, ჩვენი ქვეყნის დესტაბილიაზაციას ემსახურებიან“, _ განაცხდა სოსო ცისკარიშვილმა.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით წაუყენეს.