ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანხმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ნაწილობრივაა დარწმუნებული, რომ ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოკითხულთა 18 % აცხადებს, რომ სრულიად დარწმუნებულია, 35% – ნაწილობრივ დარწმუნებულია, 19% – ნაკლებადაა დარწმუნებული, 11% – საერთოდ არ არის დარწმუნებული, 17%-მა კი არ იცის.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (ცესკო-ს მონაცემებით აქტივობა იყო 45.86%), 33%-ის თქმით კი, მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
18-დან 35 წლამდე გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ მონაწილეობა არ მიუღია არჩევნებში, 51%-მა კი მონაწილეობა მიიღო. 36-დან 55 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, გამოკითხულთა 27%-ს არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, 72%-მა კი მიიღო; 56 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში კი აქტივობა ყველაზე მაღალი იყო – გამოკითხულთა 23%-მა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 77%-მა მიიღო.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
imedinews.ge