მკვლევარები მე-14 მე-19 საუკუნეების ეპიდემიის, შავი ჭირის, გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოსლოს და ფერარას უნივერსიტეტების მკვლევარები ამბობენ, რომ შავი ჭირი შესაძლოა ადამიანის სხეულის ტილებმა გამოიწვია და შემდეგ გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შავი ჭირის შედეგად დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჭირი ჯერ კიდევ არსებობს აზიის, აფრიკის და ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ინფიცირების რეზერვუარს წყალსაცავებში მღრღნელები წარმოადგენენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2010 წლიდან 2015 წლამდე მსოფლიოში 3 248 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 584 სიკვდილით დასრულდა.
„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ მომავალში დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჰიგიენის დაცვა უმნიშვნელოვანესია. ის ასევე გულისხმობს, რომ თუ ავად ხარ არ უნდა შეხვდე ბევრ ადამიანს და სახლში უნდა დარჩე“, _ამბობს პროფესორი სტენსესი.