შხამიანი თევზის გაყიდვის გამო იაპონიის ქალაქ გამაგორიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ადგილობრივ სუპერმარკეტში გასაყიდად შხამიანი თევზი ფუგუ მოხვდა, რომლის 5 პაკეტიც გაიყიდა.
აღნიშნული თევზის სახეობა იმდენად შხამიანია და მომზადების დროს პატარა შეცდომამაც კი შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
პოლიციამ ამ დროისთვის 3 პაკეტის პოვნა შეძლო, 2-ს კი ისევ ეძებს.