ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას 42%-ს მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია. რა მდგომარეობაა საქართველოში ეკოლოგიის მიმართულებით – ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ,,ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძე გააკეთა. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.
,,ასეთ საკითხებში NDI – ის კვლევებს ვენდობი იმიტომ, რომ კვლევა გარკვეულ ტენდენციებს ასახავს. ძალიან საინტერესოა ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა. 42-% ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობ, პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ღონისძიება უნდა განხორციელდეს. მე წინააღმდეგი ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო შეერთებოდა, რადგან იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს აწუხებს არც თუ ისე სახარბიელო შედეგს მოიტანს. მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს გავამკაცრეთ ნარგავების განადგურებაზე კანონი. გარდა ამისა, მივიღეთ ცვლილებები, რომლის მიხედვით ჰიბრიდული ელექტრომობილები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. იმედი მაქვს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საფუძველს მოგვცემს უფრო ჯანსაღი გარემო შევქმნათ, შევზღუდოთ მშენებლობები, უფრო მეტი რეკრეაციული ზონები: პარკები, ბაღები და გამწვანებული ზოლები შევქმნათ, რაც უკეთეს ეკოლოგიურ პირობებს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას“, _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილეძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს CRRC-საქართველო ატარებს.