ნინო ლომჯარიამ მესამე სექტორს სახალხო დამცველის აპარატის სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვა წარმოუდგინა საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმებზე, აფგან მუხტარლისა და ემრე ჩაბუქის საქმეებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს შეხვედრა და აღნიშნეს, რომ ასეთი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახალხო დამცველის აპარატმა სწორად განსაზღვროს პრიორიტეტული საკითხები.