ბრაზილიის ყველაზე ხალხმრავალ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი სახიფათო ვირუსული დაავადება ყვითელი ცხელებაა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დეკემბრის შემდეგ ვირუსით 15 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ბრაზილიის სამ შტატში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგზაურებს სან პაულოში ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.