წუხელ, დაახლოებით, 11 საათისთვის, ჯერჯერობით, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში მცხოვრებ ირმა ფირცხალაიშვილს და სასტიკად ცემეს. ყაჩაღები ითხოვდნენ ოქროს. მათ 400 ლარის წაღება მოახერხეს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს.
“გურია ნიუსი” შსს-ს კომენტარს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.