ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ოზურგეთში, ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოყოფილი საწვავის ოდენობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში სულ 7 ათას 9 60 ლიტრს შეადგენს.
ვისთვის რამდენი ლიტრი საწვავია გამოყოფილი:
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს _ 600 ლიტრი, თავმჯდომარის მოადგილეს_ 350 ლიტრი, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს _ 200 ლიტრი, აპარატის უფროსს _ 140 ლიტრი, აპარატის უფროსის მოადგილეს _ 80 ლიტრი, თავმჯდომარის თანაშემწეს _ 80 ლიტრი, განყოფილების უფროსს 40 ლიტრი, სპეციალისტებს _ 40 ლიტრი; სულ საკრებულო, ყოველ თვეში, ბიუჯეტიდან 3 ათას 850 ლიტრ საწვავს იღებს.
_ ოზურგეთის მერისთვის 700 ლიტრი საწვავია გამოყოფილი ყოველთვიურად, მოადგილეები _ 270-270 ლიტრი, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი _ 300 ლიტრი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა _ 150 ლიტრი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი_ 110 ლიტრი, სამართლებრივი განყოფილების უფროსი _ 60 ლიტრი, უფროსი სპეციალისტი ამავე განყოფილებაში _ 50 ლიტრი, ზედამხედველობის განყოფილების უფროსი _ 330 ლიტრი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და კომუნალური სერვისების უფროსი _ 320 ლიტრი, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფიელბის უფროსი _ 80 ლიტრი, არქიტექტურის განყოფილების უფროსი_ 90 ლიტრი, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის განყოფილების უფროსი _ 50 ლიტრი, კომუნალური სერვისების განვითარების განყოფილების უფროსი _ 50 ლიტრი, არქიტექტურის განყოფილების უფროსი _ 90 ლიტრი, უფროსი სპეციალისტი _ 50 ლიტრი, შიდა აუდიტის და ინსპეტორების სამსახურის უფროსი _ 130 ლიტრი, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი _ 50 ლიტრი, უფროსი სპეციალისტი_ 60 ლიტრი, საინვესტიციო განყოფილების უფროსი _ 50 ლიტრი, სოფლის მეურნეობის განყოფიელბის უფროსი_ 60 ლიტრი, ტურიზმის განყოფილების უფროსი_ 50 ლიტრი, კულტურის განყოფილების უფროსი _ 80 ლიტრი, უფროსი სპეციალისტი _80 ლიტრი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის უფროსს სპეციალსიტებს_ 80 ლიტრი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი_ 170 ლიტრი, საბიუჯეტო განყოფილების უფროსი_ 80 ლიტრი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს _ 200 ლიტრი. სულ _ 4 ათას 110 ლიტრი.
გურიის გუბერნია ყოველთვიურად 1 ათას 710 ლიტრს საწვავს მოიხმარს:
_ სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორი _ 800 ლიტრი, გუბერნატორის ადმინისტრაცია_ 150 , გუბერნატრის ადმინისტრაცია_ 200 ლიტრი, გუბერნატორის მოადგილეს _ 500 ლიტრი.