შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი – მეტსახელად „ჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუნა“ და კიდევ სამი პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული. შსს-მ აღნიშნული პიროვნებების დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved