პარიზში მდინარე სენა ადიდდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, წყალდიდობის გამო სახლებიდან 1 500 ადამიანის ევაკუაცია მაშველებმა ნავების და კაიაკების საშუალებით გაახორციელეს.
გავრცელებული ცნობით, მდინარე სენას წყლის დონემ გასულ წელთან შედარებით 26 სანტიმეტრით მაღლა აიწია.