ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
„გოგონა გარდაცვლილი სახლში იპოვნეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს“, _ აცხადებენ შსს-ს დეპარტამენტში.
გარდაცვლილი გოგონას მეზობლის თქმით, გოგონას მუცელი ტკიოდა და ტკივილგამაყუჩებელი დალია, რის შემდეგაც გარდაიცვალა. გარდაცვალების გამომწვევი ზუსტი მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.