მთავარ კითხვას, თუ ვინ ჩაიბარებდა ლანჩხუთის „გურიას“ პასუხი გაეცა. ლანჩხუთის მერმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დავით ყენიას კანდიდატურა მხარის გუბერნატორთან ერთად წარადგინა.
პრესკონფერენციაზე კონკრეტიკა, თუ რა გეგმებითა და ამოცანებით მოვიდა ყენია და მისი გუნდი „გურიაში“ არაფერი თქმულა, თუმცა, გარკვეულ დროში შედეგის ჩვენებას კი შეგვპირდნენ. ამ ეტაპზე არც ის დაუკონკრეტებია ახლად დანიშნულ დირექტორს, თუ ვის ჩააბარებს სამწვრთნელო შტაბს, თუმცა დაგვპირდა, რომ გადაწყვეტილებას მალე გვაცნობებს.
აღნიშნულ თემაზე ვრცელ მასალას „გურია ნიუსი“ უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.