https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ “გალახეს” ქართლოს კასრაძე

9:02; 3.02.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცნობილი კონფერანსიე და თბილისის კოლორიტი ქართლოს კასრაძე კვიმატი ენითა და სასაცილო თავგადასავლებით იყო ცნობილი. ერთხელ ასეთი ამბავი გადახდენია თავს, რომელსაც თავადვე ყვება: „წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი კრივის რინგი (ასეთი რამე მაშინ არცთუ ისე იშვიათი იყო), რომელზეც ქართლოს კასრაძე უნდა ეჩხუბოს უნივერსიტეტის ჩემპიონს, ფანჯრიდან კი ამ ბრძოლას (რომელიც მე უნდა მომეგო _ ერთი თვის სტიპენდია გადავუხადე) თვალი უნდა ადევნოს ჩემი ოცნების ქალიშვილმა. ყველაფერი მზად არის _ მსაჯიც, უამრავი მაყურებელიც და… უცებ გამოჩნდა ბატონი ნიკო კეცხოველი, ფოტოაპარატით და ჩემი „მეტოქე” რინგიდან გააძევა. როგორ მოახერხა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენივე უნივერსიტეტის სტუდენტი, საკავშირო პირველობის პრიზიორი მოკრივე იპოვა უცბად, რომელიც უნივერსიტეტის ჩემპიონატებზე გამოსვლას არც კადრულობდა და რინგზე შემოაგდო. შედეგზე აღარაფერს გეტყვით, მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი მოსვრილი და, როდესაც ერთადერთხელ მოვახერხე ხელის მოქნევა, ბატონი ნიკოს შეძახილი გავიგონე: „შენ არა, შენ ნუ!” თან სურათებს მიღებდა. მეტი არაფერი მახსოვს. მერე, ალბათ, მაინც შევეცოდე და მითხრა, ობიექტივზე ხუფის მოხსნა დამვიწყებია და ვერც ერთი სურათი ვერ გადამიღიაო“.

ბატონი ქართლოსის შემდეგ სიტყვას ჟურნალისტ ოთარ ხუციშვილს გადავცემ.

„იმ წლებში, როცა სარაიონთაშორისო გაზეთ „სამგორის” რედაქციაში ვმუშაობდი, ცნობილი იუმორისტი ქართლოს კასრაძე ჩვენი ხშირი სტუმარი გახლდათ. მოჰქონდა ფელეტონები, იუმორესკები, ზოგჯერ საქმიან წერილებსაც აქვეყნებდა. ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც გაზეთში დაისტამბა, მაშინდელ ლოჭინის მეფრინველეობის ფაბრიკად წოდებულ საწარმოს შეეხებოდა. ავტორი ხოტბას ასხამდა იქაურ მეფრინველეთა საქმიანობას და გეგმების დიდი გადაჭარბებით შესრულებას უწინასწარმეტყველებდა. მეორე დღეს რედაქციაში ტელეფონის ზარი აწკრიალდა. შეშფოთებულმა ფაბრიკის დირექტორმა გვამცნო, რომ წერილში საბედისწერო შეცდომა გაიპარა: საწარმოში მხოლოდ 2 ათასი ფრთა ფრინველი გვყავს, კორესპონდენციაში კი 4 ათასი ფრთა წერიაო. ეს რა უბედურებას გვიწერთ, ამიერიდან სახელმწიფო კვერცხის დამზადების გეგმას ამ ციფრის მიხედვით დაგვიწესებს და დავიღუპეთო.

გაზეთის რედაქტორმა სილოვან ნარიმანიძემ ქართლოს კასრაძე რედაქციაში იხმო და უსაყვედურა: _ შე კაი კაცო, რა შარს გადამკიდე. ადგილზე იყავი მისული, ის ქათმები ხეირიანად დაგეთვალა და მერე ისე დაგეწერაო.

 _ დავითვალე, აბა არ დავითვალე?! _ იუკადრისა ქართლოსმა.

_ თუ დაითვალე, 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ქათამი საიდან გაჩნდა?

_ სილოვან, აბა დაფიქრდი, _ შეედავა იუმორისტი. _ ერთ ქათამს ორი ფრთა ხომ აქვს?

 _ აქვს.

_ ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, 2 ათას ქათამს 4 ათასი ფრთა არ გამოუვა?

რაღა ჰქონდა სათქმელი რედაქტორს, გაჩუმდა. იმისი კაბინეტიდან ქართლოსი გამარჯვებულის იერით გამოვიდა და რედაქტორის მოადგილეს ისლამ ბაბაევს აზერბაიჯანულად გაუბა საუბარი. ჩვენ ყველამ „პირები დავაღეთ“ _ ხედავთ, ქართლოსს ინგლისურთან, ფრანგულთან, ჩინურთან და იამაიკურთან ერთად აზერბაიჯანულიც სცოდნიაო. ქართლოს კასრაძე რომ წავიდა, ბაბაევს ვკითხეთ, რას გელაპარაკებოდაო. _  ვერ გეტყვით, ვითომ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, მაგრამ იქიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგეო, _ გვითხრა თავადაც პირდაღებულმა ისლამმა“.

ქართლოს კასრაძის შემდეგ კიდევ ერთი თბილისელი კოლორიტი, მსახიობი გია ფერაძე გავიხსენოთ.

გია ფერაძე სკოლაში გაუთავებლად ოხუნჯობდა, დადიოდა „შატალოებზე” და ხშირად ცუდი ნიშნებიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში ყველა მასწავლებელი ნორმალურ ნიშანს უწერდა, რათა იგი კლასში არ ჩარჩენილიყო და ერთი წლით არ გახანგრძლივებულიყო მათი წვალება. როდესაც დამრიგებელი მშობელს იბარებდა, გიას მორიგეობით ბებიები მიჰყავდა. არ ჰყავდა თუ რა!  ხან ერთს გაუძღვებოდა, ხან _ მეორეს და ხანაც _ მესამეს…

ის ბებიებს მოფერებით „ბლაგაროდნი დევიცებს” ეძახდა, რადგანაც ისინი მხოლოდ მეგობრულად „ურჩევდნენ საქმეს”. გია ჰპირდებოდა მათ, რომ აუცილებლად გამოსწორდებოდა, გახარებული ბებიები კი ნაყინის ფულსაც აძლევდნენ ხოლმე. მასწავლებლის საყვედურების მოსმენა ყველაზე ხშირად ბებია ნინას უწევდა. გია მას სიყვარულით „მაკარენკოს” ეძახდა. თუ დედა და ძმა რამეზე ტუქსავდნენ, იმწუთასვე გაისმოდა: _ оставь ребенка, не будь садистом!.. და სამივე ბებია მატროსოვივით გადაეფარებოდა. როცა კინოში წასასვლელად ფული მოუნდებოდა, ბებიებს დასვამდა და სხვადასხვა ფოკუსს უტარებდა (ფულს წინასწარ ართმევდა). ერთხელ ერთ-ერთი ფოკუსი არ გამოუვიდა. ნადია ბებიამ დაუსტვინა და შვილიშვილს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ გია უკვე ეზოში იყო“.

დრო მოვიდა და ბატონი ნოდარ დუმბაძეც უნდა გავიხსენოთ.

მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავატევ სტუმრებსო და გადაწყვიტა, ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც.

თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა… და უცბად მატარებელმა გაიგრიხინა, ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა, სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო… ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო.

ერთხელ ნოდარ დუმბაძემ ჩინეთიდან მიიღო „მარადისობის კანონის“ სასიგნალო ეგზემპლარი. გახსნა და რაღაც იეროგლიფები ეწერა. ნოდარმა გადაატრიალ-გადმოატრიალა წიგნი და თქვა_ მე თავი კაცი მეგონა და თურმე ორი ჯოხი ვყოფილვარო.

ჩვენი მოგონებების შემდეგი სტუმარი დიდი გალაკტიონი იქნება.

ცნობილია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ხშირად ამასხარავებდა ირაკლი აბაშიძეს, თუმცა, ისინი მაინც მეგობრებად რჩებოდნენ. ერთხელ, როცა გალაკტიონი ქუჩაში ფეხით მიდიოდა, ირაკლი აბაშიძის სამსახურებრივი „ვოლგა“ წამოეწია. მანქანაში ირაკლი აბაშიძე უკანა სავარძელზე იჯდა, კარიდან თავი გამოყო და გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა. გალაკტიონი მძღოლის გვერდით დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და მას საუბარი გაუბა, ისე რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც გაუხედავს: „რა გქვია შენ, ძამიკო?“. „თენგიზი მქვია, ბატონო გალაკტიონ!“. „კაი სახელია, ძამიკო, ძალიან კაი! ლექსებს თუ წერ, თენგიზ, ძამიკო?“. „არა, ბატონო გალაკტიონ, რა ვიცი მე ლექსების წერა…“. „მერე რა, რომ არ იცი, ძამიკო! არც შენმა „ხაზეინმა“ იცის, მარა კი წერს…“

სახალისო ისტორიებს ბატონი იოსებ გრიშაშვილი დაასრულებს.

1941 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადების 80 წლის შესრულების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნდა გამოსულიყო მისი მოგონებებისა და პიესების კრებული, რომლის რედაქციაც დაევალა იოსებ გრიშაშვილს. ელისაბედს ხშირად უხდებოდა ხარფუხში თავისი წიგნის რედაქტორის ბინაში მისვლა. ტრანსპორტი სოსოს სახლს არ უდგებოდა. როცა აივაკებდა და უკანასკნელ მოკლე ამოსახვევს მიადგებოდა, ლიზა შორიდანვე დაიწყებდა ბუზღუნს: ,,ათი წლის სიცოცხლე, ათი წყვილი ფეხსაცმელი გავცვითე აქ ამოსვლით, სოსო! ცხონებულმა მამაშენმა ამაზე უკეთესი ადგილი ვერ მონახა ამოდენა ქალაქში, რომ ამ გოლგოთაზე აიშენა სახლი?!“ სოსო ჩაეგებებოდა, ხუმრობით უქარწყლებდა დაღლას, აქებდა თავის უბანს: ,,ზიზიკო (ასე ეძახდა ელისაბედს), ნახე, რა სანახაობაა, აქედან ძველი თბილისი ხელისგულივით მოჩანს, სუფთა ჰაერი, სიწყნარე. პოეტ-კაცს მეტი რა უნდა?“ აიყვანდა ხოლმე თავის პატარა სკვერში და აჩვენებდა: ,,აი, როგორი სურნელოვანი ყვავილები მაქვს, ესეც ფშატის, უნაბის, თუთის, ალუბლის ხეებია. ამას რა სჯობია?“ ,,ეს რა ყვავილებია, ქა?“ ,,ესა? ამას ,,საბაჩკა“ ჰქვია. ,,საბაჩკის“ ადგილია და ,,საბაჩკაც“ ხარობს, კარგ ყვავილს აქ რა უნდა. ხუმრობით, სიცილ-ხარხარით მუშაობდნენ წიგნზე. სოსო ყოველთვის კარგ ხასიათზე დგებოდა, როცა კი ელისაბედ ჩერქეზიშვილი ეწვეოდა ხოლმე და ეტყოდა: ზიზიკო, შენ რომ ჩემთან ახლოს ცხოვრობდე, არასდროს დავბერდებოდიო. ლიზა თავისებური მანერით ქოქოლას აყრიდა: ,,მამა გიცხონდა, იოთამ, შენ გაცოცხლო და არ დაგაბერო, მე კი თავი მოვიკლა ამ გოლგოთაზე სიარულითა!“

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025

დღეს ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა

ყველა სიახლე

საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

21:37; 12.01.2026
პოლიტიკა

პაატა სალია: ამ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

19:39; 12.01.2026
საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12.01.2026
სამართალი

პროკურატურამ კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:51; 12.01.2026
მსოფლიო

“ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

18:30; 12.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

18:09; 12.01.2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო