განათლების სამინისტროს ინიციატივით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში დამხმარე სახელმძღვანელოები, ხოლო მათი პედაგოგებისთვის გზამკვლევები შეიქმნა.
სულ 11 დასახელების წიგნი, რომელთა შემუშავებაში, განათლების სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდმა, ორგანიზაციამ “გადავარჩინოთ ბავშვები” და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.
სახელმძღვანელო ითვალისწინებს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას და განსხვავებულობას ამა თუ იმ ნიშნით – ინტერესებით, მისწრაფებებით, შესაძლებლობებით და აერთიანებს რეკომენდაციებს მოსწავლეთა სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით.