რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მგზავრებმა და მძღოლმა ავტობუსიდან დროულად გადმოსვლა მოახერხეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.ავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.