საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის დაწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება, რადგან თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს უკრაინას. მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება.
„უკრაინა ვერ შეძლებს გადარჩენას ძლიერი ზრდის გარეშე. მთავრობა არაპოპულარულია. ზოგიერთ რეგიონებში ადგილი აქვს ძლიერ სეპარატისტულ ტენდენციებს,”- განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანი „წარმატებული უკრაინაა“.
„მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება. მე არ შემიძლია საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. მაგრამ თუ მე დავეხმარები პოლიტიკურ სცენაზე გამაერთიანებელი და ახალი ფიგურის გამოჩენას, ეს დიდი წარმატება იქნება. ჩემი საბოლოო მიზანი წარმატებული უკრაინაა. თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს უკრაინას. მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება. ჩემთვის ეს შანსია პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ქვეყანა წარმატების ისტორიად ვაქციო. რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე ვიბრძოლებ“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.