საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დეპორტი უკრაინიდან პოლონეთში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“ის ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა და ამიტომ მოხდა მისი დაბრუნება იქ, საიდანაც ჩამოვიდა”,_აცხადებენ უკრაინის სასაზღვრო დაცვაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, სააკაშვილის ადვოკატი დეპორტაციას “გატაცებას” უწოდებს.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და ავტომატურად დაკარგა საქართველოს პასპორტი.
მას უკრაინის მოქალაქეობა გასული წლის ივლისში ჩამოართვეს და თანამდებობის პირები მოქალაქეობის არმქონედ მიიჩნევენ.
სააკაშვილი ასევე სისხლის სამართლის ბრალდებების გამო საქართველოში ძებნილია.
როგორც ის აცხადებს, ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის განცხადებაში ნათქვამია, რომ იმიგრაციის წარმომადგენლებმა სააკაშვილს პოლონეთში დაბრუნების შესახებ ორშაბათს აცნობეს.
თუმცა, თანამდებობის პირებს სააკაშვილის დაუდგენელი მხარდამჭერები თავს დაესხნენ, რომლებიც იძულებულები გახდნენ თავი დაეცვათ და ძალა გამოეყენებინათ.
“სააკაშვილი პოლონეთში ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით დაბრუნდა”, _ამბობენ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი პოლონეთის მიწაზე იმყოფებოდა.
სააკაშვილის მომხრეებმა გამოაქვეყნეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც აცხადებენ, რომ გაურკვეველმა უცნობმა პირებმა ყოფილი პრეზიდენტი კიევის რესტორანში დააკავეს.
ადვოკატი რუსლან ჩორნალუცსკი აცხადებს, რომ ეს იყო გატაცებაა და არა დაპატიმრება, რადგან დაკავება უნდა ეფუძნებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ან სხვა სააღსრულებლო დოკუმენტაციას.
გასული წლის სექტემბერში უკრაინის სასამართლომ დაადანაშაულა სააკაშვილი უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
იანვარში სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი ლტოლვილის სტატუსის შესახებ.
სააკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ამ თვის დასაწყისში საქმე წააგო.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი უკრაინის კანონმდებლობის შესაბამიდად იმოქმედებდნენ, მაგრამ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერების განცხადებით, საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
სააკაშვილი საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს კორუფციაში ადანაშაულებდა. პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.
სააკაშვილი, რომელიც ადრე სამხრეთ ოდესის რეგიონის გუბერნატორი იყო ბოლო თვეში რამდენჯერმე დააკავეს.
დეკემბერში ის პოლიციის მანქანოდან მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს, მოგვიანებით ხელახლა დააკავეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი გაათავისუფლეს.