რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი გამოაცხადა. ინსტანციამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სასულიერო პირისთვის გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები აპროტესტებენ. უფლებადამცველების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოლო ინსტანციის გავლის შემდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შევა.
“სიტყვიერად მქონდა იმედი, რომ მოსამართლეებს გონიერება ეყოფოდათ, მაგრამ მათ გონიერება არ გააჩნიათ. ისინი არიან დავალების შემსრულებლები, ფაქტი ფაქტად რჩება”, _ განაცხადა “კურიერის” ეთერში მიხეილ რამიშვილმა.