ლანჩხუთის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ირკვევა, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებისთვის ხელფასის 100 ლარით შემცირებას.
ცვლილების გახორციელების შემთხვევაში მერის პირველი მოადგილე ნაცვლად ორი ათასი ლარისა თვეში სახელფასო ანაზღაურების სახით 1900 ლარს მიიღებს, ასევე, 100 ლარით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს მერის მეორე მოადგილეც, რომლის ხელფასიც ამავე ოდენობის თანხით, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაიზარდა.