რას ამბობენ უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ _ არის თუ არა ეს სააკაშვილის, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსის დასასრული? მოქალაქეობის არმქონე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დეპორტაციის პროცესი რას ამბობს უკრაინაში დემოკრატიის მდგომარეობაზე? არის თუ არა სააკაშვილი განსაკუთრებული შემთხვევა, ან მისი დეპორტაცია არის თუ არა გზავნილი ოპოზიციის ლიდერებისთვის და სამოქალაქო ჯგუფებისთვის, რომ მომავალში შესაძლოა შემდეგები იყვნენ? _ ამ საკითხებთან დაკავშირებით THE ATLANTIC COUNCIL უკრაინელ პოლიტიკოსებს და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტებს ესაუბრა.
„გურია ნიუსი“ THE ATLANTIC COUNCIL-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
აივარას აბრომავიციუსი , უკრაინის ყოფილი ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი: „მიშა კარგია თუ ცუდი? ქართველებსაც და უკრაინელებსაც მის შესახებ განსხვავებული შეხედულებები და დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, მისი დაპატიმრების დროს ზედმეტი სისასტიკე აბსოლუტურად ამაზრზენი და შემაშფოთებელი იყო. თქვენ არ უნდა დააწვინოთ ყოფილი პრეზიდენტი იატაკზე და არ უნდა გაიყვანოთ თმის ქაჩვით ლამაზ და ევროპულ ქალაქ კიევში. ეს არ უნდა ხდებოდეს ევროპაში, 21-ე საუკუნეში.
მაიკლ ბიოციურკივი, გლობალურ საქმეთა ანალიტიკოსი:_ „პიარი არასდროს ყოფილა პეტრო პოროშენკოს ძლიერი მხარე, ოლიგარქი პოლიტიკოსი აღმოჩნდა დავოსის ელიტის. დეპორტაცია მიანიშნებს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია იწყება. აშკარაა, რომ პოროშენკო არის სასოწარკვეთილი და გაღიზიანებული ქარიზმატული და გამაღიზიანებელი მეტოქით.
პოროშენკო ერთი მხრივ აიძულეს. სააკაშვილმა გაახმოვანა, ბევრი უკრაინელის გრძნობა_ რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ძალა მანდატის ამოწურვამდე მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. საუკეთესო გზა კი მის დასადუმებლად მისი დეპორტაცია იყო.
დღევანდელი ქმედებები ოპოზიციურ ჯგუფებს კარგად არ ემსახურება, რადგან ეს არის სიგნალი, რომ პოროშენკოს ადმინისტრაცია მზადაა მკაცრად ითამაშოს საკუთარი ინტერესებისა და ქვეყნის იმიჯის გამო.
ბრაიან ბონნერი, „კიევპოსტის“ მთავარი რედაქტორი: „ბევრი რამ, რაც მოხდა, არის არასწორი ან უკანონო_ მოქალაქეობის გაუქმება, ექსტრადაცია, დევნა, პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო.
ის მაგალითია, იმისა რასაც „კიევ პოსტი“ უწოდებს „პოლიტიკურ დევნას პოროშენკოს ხანაში,“ როგორც ჩვენი სერიების ნაწილს _ „შეჩერებული სამართალი, იუსტიციის უარყოფა“.
სააკაშვილი მართალია, როცა ყურადღებას ამახვილებს დაუსჯელობაზე, კორუფციაზე და რეფორმების ხელის შეშლაზე. ვფიქრობ, ზოგიერთი უკრაინელი დაიღალა მისით და როგორც უცხოელს ისე უყურებენ. როგორც ამერიკელს უკრაინაში. ვფიქრობ უცხოელებს შეუძლიათ სამართლიანობის დაცვაში, კანონის უზენაესობაში და სხვა დემოკრატიულ პრინციპებში დახმარება. უკრაინელების უმეტესობა მიესალმება მსგავს მხარდაჭერას. მაგრამ მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ რა სახის საზოგადოება უნდათ და სურთ თუ არა ბრძოლა.
მაიკლ კარპენტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბაიდენის ცენტრის უფროსი და ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე: „სააკაშვილის დეპორტაცია ცუდი იქნება, როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის. როდესაც კანონი გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დაღუპვას იწვევს. სააკაშვილი ღრმად პოლარიზებული ფიგურაა და ვერც უკრაინა და ვერც საქართველო სარგებელს ვერ ნახავს გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ დიდ პოლიტიკურ პოლარიზაციას გამოიწვევს“.
პიტერ დიკინსონი, „ატლანტიკური საბჭოს“ და „ბიზნესუკრაინის“ გამომცემელი: „სააკაშვილის მიმართ უხეში და არაკომპეტენტური მოპყრობით უკრაინის ხელისუფლების მხრიდა,ნ დასრულდა თვითმმართველობაზე მიყენებული ჭრილობით. მისი დეპორტაცია მაშინვე უნდა მომხდარიყო, როცა შემოდგომაზე ქვეყანაში უკანონოდ შევიდა. ამის ნაცვლად, მას თავისუფლად გადაადგილება შეეძლო. უკანონო და ქაოტური გარემოს შთაბეჭდილება შეიქმნა. სააკაშვილის მაღალი საერთაშორისო პროფილი უკრაინის მნიშვნელოვან ნეგატიურ საჯაროობას უზრუნველყოფს. ის დარწმუნებულია, რომ მედიის მაღალი ყურადღების ქვეშ იქნება და მაქსიმალურად ეცდება შეინარჩუნოს.
სავარაუდოდ, ის შეეცდება უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგან ეს მისი ერთადერთი იმედია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა რომ აკადემიური ცხოვრება დაიწყოს.
მაქსიმ ერისთავი: ატლანტიკური საბჭოს არარეზიდენტი მკვლევარი და „ჰრომადსკ ინთერნეიშენალის“ თანადამფუძნებელი: „ერთ-ერთი გზაა შეინარჩუნოს საკითხები, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ და დეპორტაცია ცალკე თემა იყოს. უკრაინის პოლიტიკაში მისი ხშირი დესტრუქციული როლი არ შეიძლება იყოს კონტიგენტი მოქალაქეობის შეწყვეტისთვის და შემდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. სააკაშვილი და მისი პარტია არასდროს ყოფილა პოპულარული ამომრჩევლებში, მაგრამ პრეზიდენტმა პოროშენკომ მასზე ხელაღებით სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის დემოკრატიის საფუძველს. მან ასევე 2019 წლის არჩევნებისთვის ყველა კონკურენტს გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნა, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრს არ დაინდობენ. სააკაშვილი, ანტიკორუფციული აქტივისტები და ჟურნალისტები პრეზიდენტის თავდასხმის პირველი ხაზი გახდა, რომელიც შეშინებულია მისი რეიტინგის დაშლისა და შანსების შემცირებით.
დაიან ფრანცისი, კანადაში „ეროვნული პოსტის“ რედაქტორი: სააკაშვილის საგა დაიწყო, როდესაც პოროშენკომ მას მნიშვნელოვანი საქმე მისცა, შემდეგ კი სრულფასოვანი მოქალაქეობა მიანიჭა. რამდენიმე თვეში სააკაშვილი გადადგა და პოროშენკო კორუფციაში და მის წინააღმდეგ კამპანიაში დაადანაშაულა. გასაკვირი არ არის, რომ პოროშენკო დაელოდა სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებას და შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა. შემოდგომაზე, სააკაშვილმა დრამატულად დაარღვია უკრაინის საზღვარი პოლონეთთან, რომ მოქალაქეობის შესანარჩუნებლად სამართლიანი ბრძოლა გაეგრძელებინა და საამისოდ, ლტოლვილის სტატუსი მიეღო. რასაც მოჰყვა კეისტოუნ-კოპსის სასამართლოების სერია და პოლიციამ სცადა მისი დაკავება, დაპატიმრება, შეურაცხყოფა მისი და მისი მომხრეების. ახლა ის დეპორტირებულია პოლონეთში. უკრაინის სასამართლოებმა დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, არ მისცეს სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსი, რადგან ის პოლიტიკური მტერია. ეს დარღვევები სხვა დარღვევებთან ერთად ილუსტრირებაა, რომ, კანონის უზენაესობა ჯერ კიდევ არ არის უკრაინაში. ეს ოლიგარქიაა.
ადრიან კარატნიცკი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერი: მილენიუმის დასაწყისში სააკაშვილი რეფორმების და დემოკრატიის საერთაშორისო ხატია. დღეს საქართველოში მისი რეპუტაცია შეუმჩნეველია ბევრი იმედგაცრუებულია ავტორიტარიზმის და ეკონომიკური ქრონიზმით, რაც პრეზიდენტად მისი მეორე ვადით ყოფნის დროს მოხდა. უკრაინაშიც კი მისი პოპულარობა იკლებს.
ერთი რამ გარკვეულია, სააკაშვილის კარიერა ციცაბო დაღმართზეა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ისევ ოცნებობს ახალ რევოლუციებზე, რამაც შესაძლოა გააცოცხლოს მისი პოლიტიკური ბედი. მაგრამ მისი სწრაფი კლება უკრაინის პლურალისტური პოლიტიკის არასწორი შეფასების შედეგია, ქვეყნის სადაც ადამიანები არასდროს იხდიან კერპად თავიანთ ლიდერებს.
სერგი ლეშჩენკო, პარლამენტარი პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან და ყოფილი ჟურნალისტი: „მნიშვნელობა არ აქვს, ეს იგივე პროცესია, რომელიც დაიწყო ანტიკორუფციული ცენტრის თავმჯდომარის ვიტალი შაბუნინის და ფინანსთა მინისტრის დენილიუკის შემთხვევაში და შემდეგია სააკაშვილი“.
ვიოლეტა მოსკალუ, უკრაინის გლობალური ფონდის დამფუძნებელი: სააკაშვილი ისტორიულ როლს ასრულებს უკრაინაში დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მისმა გამბედაობამ და უკომპრომისო ბრძოლამ უკრაინის პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები აიძულა ნიღბები ჩამოეხსნათ და ჭეშმარიტი ბუნება ეჩვენებინათ. ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი კორუმპირებული, ოლიგარქიული და ანტიდემოკრატიული კლანის ინტერესების დასაცავად. ახალგაზრდა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა გაიგეს, რომ ამ უკანონო ქმედებებით საფრთხე ემუქრება ბანკოვას მიერ კიევს. ფაქტობრივად, #YouAreNext პოპულარულია სოციალურ მედიაში.
მე შევხვდი მიშას დეპორტაციამდე 1 დღით ადრე და მისი შეტყობინება ნათელი იყო : „უკრაინას სჭირდება უკომპრომისო ლიდერები ამ კორუმპირებული კლანიდან გასათავისუფლებლად, ჩვენი ქვეყანა უკეთეს მომავალს იმსახურებს“. არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო“.
პოლ ნილანდი, დამფუძნებელი: გასაგებია, რომ სააკაშვილი არ არის ოპოზიციის ლიდერი უკრაინაში. ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს რიცხვით ძალიან მცირეა და ისინი არ ემუქრებიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას.
სააკაშვილის მოქმედება არის გვიანი შოუ, რომ დემოკრატია რეალურად ცოცხალია უკრაინაში. ის 4 თვის წინ იულია ტიმოშენკოს ძალასთან ერთად ჩაატარა მარში, რის შემდეგაც პარლამენტთან საპროტესტო ბანაკის დადგმა გამოიწვია. ის ჯერ კიდევ არსებობს და ხალხს თავისუფლად შეკრება შეუძლია. ბოლო მარში სააკაშვილმა 4 თებერვალს გამართა. დემოკრატიას უკრაინაში საფრთხე არ ემუქრება.
ალექს რიაბჩინი, პარლამენტარი, პარტია „სამშობლო“: „არ ვარ სააკაშვილის ფანი, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, მაგრამ ვაფასებ, რაც მან საქართველოში გააკეთა. მან ვერ მოიტანა დაპირებული შედეგები ოდესაში. მისი საუბრები იყო ემოციური, ხშირად იქცეოდა უპასუხისმგებლოდ და მისი პოლიტიკური აქტივობის ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება. „კორუფციას“, „ომს“, „ოლიგარქების“ გარდა უკრაინის გაზეთების სათაურებს დაემატება „ტირანია“, „დემოკრატიის უარყოფა“, რაც არ იქნება კარგი, როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
ვიქტორია ვოიციცკა, „სამოპომიჩის“ პარტიის წევრი: „მთავრობამ გამოიყენა სააკაშვილი და მისი სახელი როდესაც სჭირდებოდათ იდეის გაყიდვა, რომ ახალ უკრაინას აშენებდნენ. მას შემდეგ რაც ის გახდა ტვირთი კორუმპირებული მაღალი პირებისთვის გადაწყვიტეს რომ სასტიკი გზით დაეღწიათ მისგან თავი. მისი დაკავების დროს გამოყენებული სისასტიკე არაადამიანურია. ადამიანის ღირსების დარღვევის ყველაზე უარესი მაგალითია. არასაჭირო ძალის დემონსტრირება მკაფიო გზავნილია, არ იქნება ლიმიტი, მორალი, როცა საქმე პოლიტიკური ოპონენტებს ეხება. უკრაინაში ავტოკრატიული მმართველობის ზამთარო მოვიდა.