,,გურია ნიუსმა“ კითხვით მიმართა მმართველი გუნდის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს – საქართველოდან გაგზავნილი ექსტრადაციის მოთხოვნის პირობებში, რატომ არ მოხდა სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემა. კითხვაზე თალაკვაძე გვპასუხობს,რომ უკრაინამ სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, დააბრუნა სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.
,,ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენები სამართლის საკითხია და არა პოლიტიკური. რაც შეეხება ექსტრადირების მოთხოვნას, საქართველოს ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ჰქონდა გაგზავნილი. ჩვენ მოვისმინეთ უკრაინული სამსახურების ოფიციალური განცხადება, სადაც თქვეს, რომ სააკაშვილთან სადავო არის უკრაინული კანონმდებლობის დარღვევა, შესაბამისად, მას უკრაინულ სამართლებრივ სისტემასთან ჰქონდა პრობლემა. რაც შეეხება პოლონეთში ექსტრადირებას, ვინაიდან პოლონეთის ტერიტორიიდან შემოვიდა და საზღვარი დაარღვია, სწორედ ამიტომ საერთო სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე მოხდა მისი დაბრუნება პოლონეთის ტერიტორიაზე“, _ გვითხრა თალაკვაძემ.
კითხვაზე _ აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პოლონეთში ექსტრადაციის მოთხოვნის გაგზავნას _ მმართველი გუნდის ლიდერი გვპასუხობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა სამართლებრივ სივრცეში უნდა მოხდეს.
,,ეს არის სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივ სივრცეში უნდა მოხდეს ამაზე მსჯელობა. მე, პირადად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.