„ცხოვრება მცოცავ საზღვართან, საქართველოსა და რუსეთს შორის“ – ამ სათაურით The New York Times სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ.
წარმოიდგინე იღვიძებ და ხვდები, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ, მაგრამ თვითონ არ წასულხარ.
ასე ცხოვრობენ ადამიანები ცხინვალში, სამხრეთ ოსეთში, რეგიონში რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ საქართველოს ტერიტორიად აღიარებენ, მაგრამ 30 წელია რაც რუსეთს აქვს დაპყრობილი.
2008 წელს მხარეებმა დროებითი ზავი დადეს, თუმცა როგორც ფოტოგრაფმა თაკო რობაქიძემ აღმოაჩინა, ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხოთ დაჟინებით გიპასუხებენ, რომ კონფლიქტი სინამდვილეში არასდროს დასრულებულა.
„საზღვრის გასწვრივ 2 სახის ადამიანები ცხოვრობენ. ხალხი, რომლებიც ყოველდღე მცოცავ ოკუპაციას ებრძვიან და ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს“, _ ამბობს რობაქიძე, ვინც თბილისში გაიზარდა და „მცოცავი საზღვრების“ კრიზისი ფოტოებით დააფიქსირა.
„შეიძლება ერთ ღამეში თქვენი ეზო-სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს“, – აღნიშნავს იგი.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის თვითგამოცხადებული სეპარატისტული სახელმწიფო, რომელიც კონტროლდება მოსკოვიდან. მთიანმა რეგიონმა საქართველოდან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, მაგრამ ის არ იყო დამოუკიდებელი, ვიდრე 2008 წლის 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთმა არ აღიარა.
ზავის მიუხედავად, რუსეთის ძალებმა საქართველოს ტერიტორიის ხელყოფა გააგრძელეს. გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დადებული შეთანხმება ერთობლივი სამხედრო ქვედანაყოფების შექმნის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ფაქტიური საზღვარი მხოლოდ რუსეთს და კიდევ სამ ქვეყანას აქვს აღიარებული.
2008 წლიდან 300 000-ზე მეტი ქართველი გამოდევნეს სახლებიდან. 2011 წელს რუსეთმა ახალი საზღვრები გაჭიმა, ღობეებით და მავთულხლართებით. ახლა, ქართველებს საზღვართან 200 მეტრზე მეტად მიახლოება აქვთ აკრძალული, თორემ შესაძლოა გაიტაცონ, დააკავონ ან დააჯარიმონ.
„ადამიანებს საზღვართან ახლოს გავლა ეშინიათ, რადგან იციან რომ დაიჭერენ. მათ საძოვრებით სარგებლობა აღარ შეუძლიათ, ამიტომ ძველებურად ბევრი ძროხა არ ჰყავთ“, _ ამბობს თაკო რობაქიძე.
მან ერთი წლის განმავლობაში ბევრი აქაური სოფელი მოინახულა და დარწმუნდა – ყველგან მსგავსი ისტორიები ხდება.
„როცა ბანაკებში მყოფ ადამიანებს ესაუბრები, ამბობენ, რომ მთელი იქ ყოფნის პერიოდი მუდმივი ომი იყო. არცერთ მათგანს არ მოსწონს რაც მოხდა, რომ დაკარგეს სახლები და არასდროს დაბრუნდებიან“.
სოფლის მეურნეობა რეგიონის ეკონომიკური სვეტია და ადგილობრივი მოსახლეობა უმეტესად მისდევენ მეცხოველეობას, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანას. მაგრამ მინდვრები გადამშრალია, წყლის სარქველს კი რუსები აკონტროლებენ.
„ისინი ამუშავებენ მიწას ვიდრე აქვთ. მიწის გარეშე მათ არაფერი ექნებათ“, _ ამბობს რობაქიძე.
თაკო რობაქიძე დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელშიც ადგილობრივი სოფლის მცხოვრებლების ინტერვიუები ჩაწერილი.
„ვერანაირი შეთანხმება, ვერანაირი ქაღალდი ვერ შეაჩერებს კაცს, რომელიც ომს ეძებს“, _ ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
„როცა ამბობენ რომ ომი 5 დღე გაგრძელდა, ეს არ იყო 5 დღიანი ომი ჩვენთვის. რა გველის? რა უნდათ ჩვენგან?“_ ამბობ კიდევ ერთი მაცხოვრებელი.
კიდევ ერთი მაცხოვრებელი, 80 წლის კაცი ამბობს, რომ ერთ დღესაც სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინა.
„მეუბნებიან, რომ ამ მესერზე და მავთულხლართზე არ გადახვიდეო… მინდა წამოსვლა, მაგრამ როგორ? მითხრეს, რომ ეს მათი ტერიტორიაა. 80 წლის კაცი ვარ, მუდამ საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ახლა უნდა გავხდე რუსეთის მოქალაქე?“.
იყო დრო, როცა ქართველებს და რუსებს (ოსებს) ამ რეგიონში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთს სტუმრობდნენ, ერთად ზეიმობდნენ დღესასწაულებს, ბევრი იყო შერეული ოჯახებიც. ახლა მსგავსი მცირე სიხარულის, ზეიმის ფაქტები ძალიან იშვიათია.
„არავინ იცის, რა მოხდება… რა იქნება ხვალ“, – ამბობს თაკო რობაქიძე.