ოპოზიციურ სპექტრში თანხმდებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო კანდიდატი წარადგინონ, თუმცა, საინტერესოა, შედგება თუ არა გაერთიანება და რამდენად მოხერხდება საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება _ ამ საკითხებზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი“ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელს არმაზ ახვლედიანს დაუკავშირდა.
,,ვფიქრობ, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ გაერთიანებას. ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის მოწოდების გარეშეც მიმდინარეობდა. ჯერ ამაზე საუბარი დაზუსტებით მიჭირს, თუმცა, ერთი შემიძლია გითხრათ, რეალურ გაერთიანებას და არა გაერთიანებას გაერთიანებისთვის, წინ აღუდგება სახელისუფლებო ძალა, რადგან ,,ქართულ ოცნებას“ მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების ეშინია. თუ რა შანსები აქვს ოპოზიციონერ კანდიდატს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არაერთი ოპოზიციონერი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის იქნებიან თავად ოპოზიციონერები და რეალურად ოპოზიციონერად განწყობილი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები“ , _ განაცხადა ახვლედიანმა
კითხვაზე _ რა შანსები არსებობს იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს? _ ახვლედიანი გვპასუხობს, რომ ის არ გამორიცხავს მარგველაშვილის მონაწილეობას არჩევნებში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას.
,,მე არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა სცადოს მის ირგვლივ არსებული პოლიტიკური გაერთიანების შემოკრება. შესაძლოა, ის ამ კონკრეტულ ვითარებაში ახალი პოლიტიკურ მოძრაობის ჩამოყალიბებაზეც ფიქრობს, მაგრამ სხვა საქმეა რა შანსები აქვს მას ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში. ამ ეტაპზე ,,ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, რომ რეალური კანდიდატი გამოჩნდეს და თუ გამოჩნდა არ დაუშვებენ, რომ მათ მიეცეთ მათ მიეცეთ შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიის წარმართის და გამარჯვებისთვის“, _ განაცხადა პოლიტოლოგმა“, _ განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის თქმით, არჩევნებში გადამწყვეტი როლი საზოგადოებას აკისრია. სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, საჭიროა ისეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც მტკიცედ შეძლებს მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას.
,,საერთოდ, არჩევნების მთავარი გასაღები არის არა ოპოზიციურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებში, არამედ ჩვენს საზოგადოებაში. დღეს, მაქსიმუმ, საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც, მართალია, შეუზღუდეს ყოველგვარი უფლებები, მაგრამ მაინც საჭიროა ისეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც არ იქნება დამონებული ოცნებას და შეძლებს არსებული მცირე, მაგარამ მაინც საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში ხალხის, მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესების მტკიცე დაცვას“, _ უთხრა ,,გურია ნიუსს“ პოლიტოლოგმა.