ხელვაჩაურში, 12 წლის მოზარდზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულში მეზობელი ფიგურირებს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს.
„გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველ სხეულში. გაუპატიურება ან ძალადობა არც შეტყობინებაში ფიქსირდება და არც პირველადი მონაცემებით“, _ ამბობენ შსს-ში.