ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის 1 წრის მატჩები გაიმართა, სადა უმაღლესი საფეხბურთო გათამაშების მოქმედმა ჩემპიონმა, მადრიდის რეალმა დაძაბულ ორთაბრძოლაში, პარიზული გუნდი ,,პსჟ“ 3-1 დაამარცხა. სამეფო კლუბი ადრიან რაბიოტის გოლით 45-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ შესვენებაზე გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე, მადრიდელების 7 ნომერმა ანგარიში გაათანაბრა. სამეფო კლუბის მე-3 გოლი, მარსელომ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აღნიშნულ მატში, მადრიდელების ლიდერმა და გოლიადორმა კრიშტიანუ რონალდუმ, მორიგი რეკორდი დაამყარა. მან სამეფო კლუბის მაისურით, გუშინდელ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დუბლი შეასრულა და მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა, ამდენი გოლი კი ერთ გუნდში, ჯერ არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. მეორე ადგილზე კი არგენტინელი ლიონერ მესია, მას 97 გოლი აქვს გატანილი ბარსელონას რიგებში
რაც შეეხება სხვა მატჩებს, ლივერპულმა გასვლაზე, პორტუგალიური კლუბი ,,პორტუ“ 5-0 გაანადგურა, ივენტუსმა კი ლონდონურ კლუბთან ,,ტოტენჰემთან, ფრეს დასჯერდა. აღსანიშანავია, რომ ტურინელები 2 – 0 იგებდენ, თუმცა ინგლისელებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება და 35, 71 წუთზე იტალიელებს ორი გოლი გაუტანეს. ასევე, მორიგმა ინგლისურმა კლუბმა , მანჩესტერ სიტიმ გასვლაზე შვეიცარიული ბაზელი იოლად 4-0 დაამარცხა.
საპასუხო მატჩები 6 და 7 მარტს გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მე-2 წრის მატჩები კი 20 და 21 თებერვალს გაიმართება, სადაც მიუნხენის ბაიერნი – სტამბულის ბეშიქთაშს დაუპირსპირდება, ლონდონის ჩელსო – ბარსელონას, სევილია – მანჩესტერ იუნაიტედს და დონეცკის შახტარი კი იტალიურ რომას.