უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველ პოლიგონად გამოიყენა. აღნიშნული განცხადება NEWSONE TV-ის ეთერში გუშინ, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, სერგეი ვლასენკომ გააკეთა.
„სააკაშვილი პოროშენკოსთვის პოლიგონია პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში. პოროშენკო ხვდება, რომ არჩევნებს პატიოსნად ვერ მოიგებს და სხვადასხვა პოლიტიკას, სხვადასხვა საკითხებს განიხილავს და საზოგადოების რეაქციას უყურებს“,_ამბობს ვლასენკო.
მისი თქმით, პოროშენკო ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან არაფერს აკეთებდა, მხოლოდ აუარესებდა სიტუაციას.
„გვჭირდება მოლაპარაკება, რომ მოვიგერიოთ ეს სამარცხვინო, არალეგიმიტური ორგანო. ყველამ ვიცით, რომ პოროშენკო ხელისუფლებაში ხალხის სისხლის ღვრით მოვიდა და არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინელები გაღარიბდნენ და არაფერი გააჩნდეთ“,_ამბობს ის.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები თავს ბედნიერად და დაცულებად არ გრძნობენ.
„ჩვენ გავხდით ნაკლებად პატივსაცემი ქვეყანა. ხალხი თავს დაცულად და უსაფრთხოდ არ გრძნობს. ისინი ვერ გრძნობს ბედნიერებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ხელისუფლებას და განვავითაროთ ქვეყანა“,_ამბობს ვლასენკო.