ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის N129 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია. ცეცხლი სახლის მე-4 სართულზე მარტოხელა დარიკო კვირჩილაძის ბინაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ახდენენ. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
მარტოხელა დარიკო კვირჩილაძე ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე იმყოფება. მისი განცხადებით, მერია დაზარალებულს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.