https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ალბათ, სიყვარული ამფერია”…

17:02; 18.02.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ნოდარ დუმბაძის ცნობილი  ფრაზას თუ ოდნავ შევცვლი, ბავშვობა ულამაზესი ხანაა ჩვენს ცხოვრებაში.  ჩემს სოფელში, კოხნარში, თითოეული  პატარა ბილიკიც ნაცნობი და საყვარელია ჩემთვის“, _ ასე იხსენებს ბავშვობას ჩოხატაურელი პოეტი, პროზაიკოსი, რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი, პრიზიორი, მასწავლებელთა შორის გამართული ესეების კონკურსის გამარჯვებული, სკოლა „ლომისის“   პედაგოგი ლევან ლორია, რომელიც, როგორც თავად ამბობს, თავის ნოველებში ბავშვობის ამბებს ხშირად იყენებს.

ჩვენი რესპონდენტი ლიტერატურის სიყვარულს დედას უმადლის.

„გავიხსენებ  ლიტერატურასთან  პირველ  პაემანს.  დედაჩემი,  ძილის წინ, ან თუ სიცხეს მომცემდა ან ყური ამტკივდებოდა,  რაიმე  საბავშვოს მიკითხავდა  ან  მოგონილ თუ ნამდვილ  ამბებს  მიამბობდა  და  შემეძლო, დაუსრულებლად მესმინა.  ხან  უფროსი და-ძმა მიკითხავდა ლექსებს თუ ზღაპრებს,  მერე ხან „ვეშმაკობდი“  და  რაიმეს ავიტკივებდი. სანამ გამიგებდნენ,   მივხვდი, რომ ეს ჯადოსნური სამყარო, სადაც დევები, უფლისწულები და პრინცესები სახლობდნენ, წიგნები იყო.  

 სოფელში სულ საქმეა, ყოველთვის სად  სცალიათ შენთვის, რომ წიგნი გიკითხონ და  მაშინ მომინდა, მეც მესწავლა კითხვა და მასწავლეს. ცალკე თემაა დედაჩემის ბიბლიოთეკა, რომლითაც,  ლამის, მთელი სოფელი სარგებლობდა და  დღიურები, რომლებსაც დიდი ხანია აწარმოებს  და სოფლის თავისებური მატიანეა.

მამაჩემსაც გავიხსენებ _ სკოლა რომ დავამთავრე,  თბილისში, უმაღლესში ჩასაბარებლად მამამ  წამიყვანა. პირველ ორ გამოცდაში ოთხები მივიღე, მესამე მქონდა ქართული წერა. მამამ,  მგონი, მთელი  საქართველო  დაიარა და ასამდე „შპარგალკა“ მომიტანა, რომელიც ისე წვრილად  იყო დაწერილი, გამოცდაზე კი არა, სახლში გამიჭირდა  წაკითხვა,  ერთიც არ წამიკითხავს. 

გამოცდაზე, აგვისტოს თაკარა სიცხეში,  ჩემი დის მიერ სკოლის დამამთავრებელ საბანკეტოდ  ნაყიდი  პიჯაკით შევედი,  რომელიც  ,,შპარკალგებით“   იყო დატენილი.  ორი თემა სასკოლო  პროგრამიდან  იყო,  მესამე _ თავისუფალი, სათაურით ,,ოცდამეერთე  საუკუნის მიჯნაზე“.  ის ორი თემა არც მახსოვს, მამას ჰქონდა სია, ადრე თემებს  ეზოშიც აცხადებდნენ,  მოუსმენია და უხაროდა, რომ  ორივე  მქონდა.  მე მაინც თავისუფალი დავწერე, თან ვფიქრობდი, თუ ჩავიჭერი, სხვას ხომ არ დავაბრალებ, ჩემი ბრალი იქნება-მეთქი. მამამ, გამოცდიდან რომ გამოვედი და ჩემი ამბავი გაიგო,  ყოჩაღ,  ასე უნდა მოქცეულიყავიო, _ მითხრა.  სახლში დაბრუნებულს ბიძაჩემი მეკითხება, ლენინი და  კომუნისტური პარტია თუ ახსენეო, არა-მეთქი; არც ბორის ძნელაძე  ან კომკავშირიო? არც ესენი-მეთქი. აბა, რა დაწერეო. მაშინ  ჩვენი ,,ჩაკრულო“ ახალი გაშვებული იყო კოსმოსში ამერიკელების მიერ. დავწერე, როგორ გაფრინდება ქართველი კოსმონავტი  და  აღმოვაჩენთ სხვა გონიერი არსებებით დასახლებულ პლანეტას და იქაც ქართულად  იმღერებენ და  იცეკვებენ, ქართულად ილაპარაკებენ და დაწერენ-მეთქი. ეჰ,  ჩაჭრილი  ხარო, _ მითხრა გულდაწყვეტილმა. იმ თემაში სამიანი მივიღე, თუმცა, სტუდენტი მაინც გავხდი. 

_ მშობლიური სკოლის  პედაგოგებიდან ვის  გაიხსენებ?

_ მინდა მოვეფერო ჩემს კოხნარის სკოლას, ყველა ჩემს მასწავლებელს.  სკოლა მიყვარდა, ერთხელ ოჯახთან ერთად ნათესავის ქორწილში ვიყავით სხვა რაიონში. ისე მოხდა, რომ მეორე დღესაც  ვერ წამოვედით დროულად და  ტირილით ავიკელი იქაურობა,  გაკვეთილებს ვერ გავაცდენ-მეთქი. გაგიჟდა ხალხი, პირველად ვნახეთ, ბავშვს  სკოლა  ასე უყვარდესო.   მიყვარდა ჩემი მასწავლებლები, ახლაც მიყვარს. მათ თითქოს სხვა სამყაროდან გადმოსულ კეთილ  ჯადოქრებად  ვთვლიდი, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ.

ერთხელ  შატალოზე გავიპარეთ. ფილმი გადიოდა _ „აკაკის აკვანი“ და  ერთი კლასელი მყავს, ნინო თოდუა, კლასელები „ირაკლის“ ვეძახით, ახლა  სკოლა ,,ლომისში“ ვასწავლით ორივე, ჰოდა, ეტყობა აკვანი მოენატრა და  იმან მოინდომა შატალო. მე კი ვიძახე, ნანახი მაქვს ეს ფილმი-მეთქი,  მაგრამ ვინ გაგიგონა, უმცირესობაში აღმოვჩნდი.

ჰოდა, გაგვრიცხეს მე და ლაშა  თევზაძე,  ჩვენი კლასის უცვლელი თამადა, რომელიც მერე  ჩემი  ნათლიაც  გახდა. ახლაც არ ვიცი,  მე რა შუაში ვიყავი, ან  ის…

არასდროს დამავიწყდება  ქართულის   მასწავლებლის,  ქალბატონ მაყვალას სიტყვები. ერთმა კლასელმა,  ჩემი პატარა სამშობლოო, _ ასე თქვა და შეუსწორა, სამშობლოზე არასდროს პატარა  არ თქვაო.  მიკვირდა, იმ მასალის  გარდა, რომელიც წიგნში იყო, მაყვალა  მასწავლებელი  ისეთ ლექსებს და თუ მოთხრობებს  გვაძლევდა  დავალებად და გვასწავლიდა, რომელიც არც  ერთ სასკოლო წიგნში  არ იყო… 

_  ფიზიკის ფაკულტეტის დაამთავრეთ,  რატომ  გადაწყვიტე ფიზიკოსობა, როცა ბავშვობიდან წიგნების და ლიტერატურის სიყვარულით სავსე გარემო გქონდათ?

_  ფიზიკა მიყვარდა, ალბათ, იმიტომ,  რომ ფიზიკა ბუნების შემსწავლელი მეცნიერებაა.  ბუნება და ზოგადად, სიცოცხლე, ყველაზე დიდი საოცრებაა, რაც შემოქმედმა შექმნა და მიყვარდა  ფეხბურთი. ვიცოდი, რომ „გეპეის“ ჰყავდა ძალიან კარგი საფეხბურთო გუნდი და აქ იყო ფიზიკური  ფაკულტეტი. ამ ორმა გარემოებამ გადამაწყვეტინა  ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. სწავლის პერიოდში ვთამაშობდი „გეპეის“ გუნდში.

_  როდის ,,აგიტანათ წერამ“?

_ ბევრი რომ ვიკითხე,  მერე ,,წერამ  ამიტანა“…   სკოლის პერიოდიდან ვწერდი ჩემთვის, ასფურცლიან რვეულებში, რომლებსაც ,,დასახევი რვეული“ დავარქვი და ათამდე კი დამიგროვდა. ვფიქრობდი, დროებითია, დავჭკვიანდები,  გამივლის და მერე დავხევ-მეთქი, მაგრამ დღესაც არ გამიარა…

ნაწილი ჩემი ნაწერებისა ,,დასახევი რვეულებიდან“  გავბედე და ხალხსაც გავაცანი.

_  რა იყო პირველი ნოველა, რომელიც დაიბეჭდა და  რა განცდა გქონდათ, დაბეჭდვის მერე?

_ ეს იყო ნოველა ,,ბამბო, ხვალ  უნდა მოვიგოთ, ხო იცი?!“  ნოველა პატარა, ფუმფულა ლეკვზეა, რომელიც, გარდა იმისა, რომ  ლაპარაკობს,  ფიქრებსაც კითხულობს და გარკვეული  წინასწარმეტყველების უნარიც აქვს.   ეს ამბავი სიზმარში ვნახე. თითქმის უცვლელი სახით გადმოვიტანე ქაღალდზე. მაშინ საქართველოს ფეხბურთელთა  ნაკრებს თამაში ჰქონდა და მოგების შემთხვევაში, გარკვეული შანსს  ვინარჩუნებდით,  მუნდიალის ფინალში მოვხვედრილიყავით. სიზმარშიც  და ნოველაშიც ბამბოს ვეხვეწები,  შენ ხომ ძაღლის ბედი გაქვს,  იქნება მოგვაგებინო-მეთქი. თამაში, სამწუხაროდ, წავაგეთ, ნოველა დარჩა. როცა  დავიბეჭდე, პატარა ბავშვივით გამიხარდა და იგივე შეგრძნება მაქვს ახლაც, თუ სადმე ვიბეჭდები.

_  რას გვეტყვით  კონკურსების შესახებ… რომელია თქვენთვის  ყველაზე ძვირფასი ჯილდო?

_ მიყვარს ლიტერატურული  კონკურსები. ხან ფინალისტი ვარ,  ხან პრემიაც შემხვდა, ხანაც  არაფერი, მაგრამ ნოველა ხომ მრჩება ან ახალი ლექსი. ხარაგაულში,  ლიტერატურულ კონკურს ,,ოდეონზე“ რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა.  ერთხელ მესამე ადგილზე  გავედი,  მეორედ _ ფინალურ ხუთეულში.  არასდროს დამავიწყდება გიორგი კუბლაშვილის  ორგანიზებით ჩატარებული ლიტერატურული მარათონი _ ,,თუთა“ და წალენჯიხაში სტუმრობა.  ვიყავი საგურამოში, ილია ჭავჭვაძის სახლ-მუზეუმში ჩატარებული ,,პენ მარათონის“  ფინალისტი,  ,,წეროს“ ფინალისტი. რამდენჯერმე ვიყავი რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსის პრიზიორი,  რომელსაც  ლიტერატურული ჟურნალი ,,ანეული“ ატარებს.  ძალიან მიყვარს   ,,ლექსების გამოფენა“,  რომელსაც  ბათუმში ზაზა ფირცხალაიშვილი  შესანიშნავ აჭარელ ახალგაზრდა  შემოქმედებთან  ერთად ატარებს. იქაც რამდენჯერმე ვიყავი ფინალისტი.  განსაკუთრებული მადლობა გასულ წელს,  გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში  მეორე პრემია და გამარჯვება მასწავლებელთა შორის  გამართულ ესეების კონკურსში გასულ წელს.

_ რომელიმე  კონკრეტულ მოთხრობას ხომ არ გაიხსენებთ,  რომელიც რაიმე საინტერესო რეალურ ისტორიას უკავშირდება?

_ ,,მე და დუდუ“ _ ნოველა თუთიყუშზე, რომელიც მართლა ჰყავს ერთ ჩემს ნაცნობს და სახელიც იგივე აქვს. დუდუს თუ დაინახავ, უნდა მიესალმო, თუ არა და, გაგაჩერებს: „რომ ჩამივლი, რა, გამარჯობა არ უნდა მითხრა?“ მიესალმები,  კმაყოფილია  და გეტყვის:  ,,ეგრე, რა!“  ამ ამბავს მერე რაღაცები მე მივუმატე და მივიტანე ჩვენს მწერლობაში. იქ მაშინ არავის ვიცნობდი. გაზაფხულზე მიტანილი დაიბეჭდა შემოდგომაზე,  არც ვიცოდი  _ მეგობრებმა მომწერეს, შენი ნოველა  „ჩვენს მწერლობაშიაო“. გამიხარდა, რა თქმა უნდა და რამდენიმე დღის მერე დავრეკე მადლობის სათქმელად. თურმე მეძებენ, თან უნდათ, რომ ჰონორარიც გადმომცენ, თან  აინტერესებთ,   ვინ ვარ. მაშინ გავიცანი ბატონი როსტომ ჩხეიძე და პროზის განყოფილების  რედაქტორი ვანო ამირხანაშვილი. თურმე  ბატონ როსტომს ეუბნებიან ნაცნობები, ვინ არის ეს ავტორიო,  ეტყობა შენი ფსევდონიმია  და არ გვეუბნებიო.   ეს ნოველა იმითაც არის  ძვირფასი,   რომ რევაზ ინანიშვილის „ერთი  მოთხრობის“ კონკურსის    პრიზიორიცაა.  ამის შემდეგ ,,ჩენს მწერლობაში“ კიდევ დამიბეჭდეს სხვა ნოველებიც.

_  როგორ მოდის თქვენთან შთაგონება?

_ ალბათ, ყველას, ვინც წერს, თავისებური ფორმულა აქვს. მე ვთვლი, სხვა განზომილებაში გადადიხარ თითქოს. მაშინ იჯერებ ფიზიკოს გია დვალის ჰიპოთეზას, რომ სამყარო სამგანზომილებიანი კი არა, თორმეტგანზომილებიანია. შთაგონება კი მაშინ მოდის, როცა გულგრილი არ ხარ,  ან ძალიან გიხარია, ან ძალიან გტკივა. უფრო, ალბათ _ როცა გტკივა. ზოგჯერაც ცხოვრებისეული დეტალები გეხმარება, მაგალითად,  ერთი მოთხრობა მაქვს, „თამაზა“ ჰქვია. თამაზი ჩემი ბიძაშვილიცაა, კლასელიც და ძმაკაციც და მართლა დანჯღრეული მანქანები ჰყავს, დანარჩენი მოგონილი ამბებია.

_ რომელია თქვენი საყვარელი მწერალი?

_  ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ გვყავს რუსთველი და  გვაქვს ,,ვეფხისტყაოსანი“. რამდენის უფლება მაქვს, არ ვიცი _კიდევ სამს აღვნიშნავ. დავიწყებ ნოდარ დუმბაძით, ვერასდროს დავივიწყებ წიგნს,  რომელსაც ,,ოთხი რომანი“ ერქვა, ხან  გიჟივით რომ ვხარხარებდი და ხანაც ცრემლი მახრჩობდა; მერე ზვავივით შემოჭრილი გურამ დოჩანაშვილი,  ,,სამოსელი პირველი“ და დიდი კანუდოსელები, ეს საოცარი წიგნი-წინასწარმეტყველება; მარკესის „მარტოობის ასი წელი“,  წიგნი საოცრება,  ყველა აბზაცი  ფეიერვერკივით რომ გაოცებს.

_  ვიცი, რომ საინტერესო მოგონება გაქვს მურმან ლებანიძეზე…

_ მურმან ლებანიძე   ქართველი ხალხის   საყვარელი პოეტია, ასე იქნება, სანამ საქართველო იქნება. ხოდა, მიდის რუსთაველზე, კავკასიონივით თმა  თეთრი და მყინვარწვერივით  ბუმბერაზი. მე მის საპირისპიროდ მოვდივარ. მიხარია, რომ ვხედავ  და გვერდი რომ ჩავუარე,  გული  დამწყდა და უკან დავბრუნდი და მეორეჯერაც შევხვდი. მეორეჯერაც ზუსტად ისე დამწყდა გული,  უკან დავბრუნდი  და მესამეჯერაც შევხვდი.  მაშინ  ეტყობა, ძალიან  ახლოს  ჩავუარე და გვერდი  რომ უნდა ამევლო, გამაჩერა და გულზე ხელი დამადო  და მეუბნება:  შენ რაღაც ნაცნობი სახე გაქვსო.  დაბნეულმა ლუღლუღი დავიწყე, ნაცნობი თქვენ ხართ,  ყველას საყვარელი პოეტი.  მიხარია, რომ გხედავთ და აგერ „კრუგებს“ გირტყამთ-მეთქი. „კრუგებს“ არ უნდა თქვაო, წრეო, მარა მაცალე ჯერ ცოტაო… დაბნევა-უხერხულობა რომ შემატყო, აგრძელებს: ეტყობა, შენ ლექსებს წერო. მე რა ლექსებს ვწერ, ლექსებს თქვენ წერთ,  _ ვეუბნები, ხალხის საყვარელი პოეტი ხართ!   – საუბარშიც წრეზე წავედი. კიდევ, სანამ კიდევ რამეს ვიტყოდი,  შემაჩერა, პოეტი იმას უყვარს, ლექსი იმას უყვარს, ვინც თვითონ ლექსს წერსო, ხოდა შენი ლექსი წამიკითხეო. უარი როგორ მეთქვა, გავბედე და  მაშინ ახალი დაწერილი მქონდა, ,,ალბათ სიყვარული ამფერია“, რაც ლექსების წიგნის სათაურადაც მაქვს…

,,ნეტა რაფერია ეს თვალები, ალბათ შემოდგომის ნაფერია,

ნეტა საით ქრიან ეს ქარები, ნეტა სიყვარული რაფერია.

განა ბევრი არის შენფერები,  გულში მონატრების ნამქერია,

დავდივარ,  ყველაფერს ვეფერები,  ალბათ, სიყვარული ამფერია“. 

ყურადღებით მომისმინა, ასე მგონია, ღვინოს რომ დააგემოვნებენ, რაჭულ ხვანჭკარას, ისე დააგემოვნა და იგივე კიდევ ერთხელ წამიკითხეო. უარს როგორ ვაკადრებდი, წავიკითხე ერთხელაც.  მერე,  რა დროს შენი შემოდგომააო,  _ მითხრა. შემოდგომა და ზამთარი მე უნდა ვთქვაო.  ბატონო მურმან, შემოდგომაზე რომ ბევრი ფერებია, ის ვიგულისხმე-მეთქი და ამ დროს მოვიდა ვიღაცა,  გადაეხვია და   წამართვა,  მაგრამ მე დამრჩა ასე თბილი მოგონება. მიხარია, რომ  შარშან ონში ჩატარებულ მურმან  ლებანიძის სახელობის  კონკურსში ,,ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ“  ჟიურიმ ჩემი  ლექსი მოიწონა და წიგნში მოხვდა. 

_  თქვენი ჰობი…

_ მეგობრებთან ყოფნა, ფეხბურთი,  კარგი ფილმის ყურება, კარგი მუსიკის მოსმენა,  მოგზაურობა, სიმღერა…

_ გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

_ მეუღლე – გურანდა ქარდავა,   მათემატიკის სერტიფიცირებული პედაგოგია, მე – ფიზიკის, მოკლედ, სერტიფიცირებული ოჯახი გვაქვს. აფხაზეთიდანაა, სოხუმის ახლოს მდებარე სოფელ შრომადან…სიდედრი  აფხაზია,  ვალენტინა გვარამია,  აფხაზი მოყვრები მყავს. ჩემი წილი  აფხაზეთი სიყვარულით  შემოვიერთე-მეთქი, _ ვამბობ. 

_ როგორ ფიქრობთ, რა არის დღევანდელი საქართველოს პირველი სატკივარი?

_ სატკივარია  _ ტაო-კლარჯეთი, საინგილო,  სულ ახლახან  ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო; ფუტკრის სკებივით ჩაწყობილი ძირძველი ქართული მიწებიდან ძალად აყრილი ქართული ოჯახები;  უამრავი ოჯახს მოცილებული ქართველი, რომელმაც სამუშაო თავის სამშობლოში ვერ ჰპოვა და უცხოეთში ეძებს შველას;  სატკივარია უამრავი  ნასახლარი, რომელიც უხვად გვხვდებოდა,  როცა ,,ცოცხალ წიგნებთან“ ერთად სოფელ-სოფელ დავეხეტებოდით;    სატკივარია, ახლახან რომ ხანძრები ჩნდებოდა და ქართველები  სელფს რომ იღებდნენ ამ  ხანძრების ფონზე, სატკივარია  გახშირებული ჩხუბები, გარჩევები სკოლის მოსწავლეთა შორის…   

_ და ბოლოს, შენი მოთხრობები იუმორით და სიკეთით არის გაჯერებული…  საიდან მოდის ეს იუმორი?

_ იუმორი უფრო გურიიდან,  აქ  ცხოვრებას ღიმილით უყურებენ,  შეიძლება უჭირთ, მაგრამ,  უკან არ იხევენ, არ მარცხდებიან. თუმცა, გურულს რომ ჰკითხო, _  რაფერ ხარ, ძამაო,  _  ეუჰ, აი, რა გამახსენეო, _ გიპასუხებს, მაგრამ  ღიმილით გეტყვის ამას, ცხვირს არ ჩამოუშვებს. იმედიანადაა.

 გარდა იმისა, რომ იუმორი უყვართ,  აქ საოცრად კეთილი ადამიანები სახლობენ, მახსოვს, თბილისში რომ მოვდიოდი  უმაღლესში ბედის  საცდელად, მეზობლები _ ზოგი ჩურჩხელებს,  ზოგი  ფულს მჩუქნიდა.  შეიძლება ბევრს არა,  მაგრამ ამით განუზომელ სიკეთეს მატანდნენ საგზლად,  ჰოდა  მადლობა  ჩემს სოფელ კოხნარს, ჩემს ჩოხატაურს.

                                                                                    ქეთევან კუკულავა

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

სკანდალური სატელეფონო ზარი ციხიდან და ახალი დეტალები გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში

"მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარია

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო