თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ ბრიფინგი გამართა.
თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა და 20 წლის გოგოს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
უწყობის ცნობით, დანაშულის გამო დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული დააკავეს. ნაცვლიშვილის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.
ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა, რა მიზეზით იძია შური ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალზე, უცნობია.
თემქაზე 20 წლის გოგონა ყელგამოჭრილი მამამ საცხოვრებელი კორპუსის უკან დილით იპოვა.