ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში საზეიმოდ გაიხსნა აფრიკულ სამეფო ხელისუფალთა ინსტიტუტი.
შავი კონტინენტის მეფეები, დედოფლები და სახელმწიფოთა მეთაურები თვლიან, რომ ეს ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დემოკრატიის განვითარებაში მთელი აფრიკის კონტინენტზე.
ინსტიტუტის გახსნაზე მონარქების მიერ წარგზავნილი „სამეფო“ დელეგატები საზოგადოების წინაშე ეროვნული სამოსით წარდგნენ.