დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებულივაქცინაცია ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პარალელურად ასევე, განხორციელდა С ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.
აქცია საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წევრიანმა ჯგუფმა ჩაატარა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპანა უგრეხელიძემ აქციისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მადლობა გადაუხადა.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს თბილისის იუსტიციის სახლში ჩაუტარდათ წითელას, წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინაცია, ასევე სკრინინგი C ჰეპატიტზე და შიდსზე. მსურს, დიდიმადლობა გადავუხადო ამ ინიციატივის ავტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადამიანები დიდ დროს ატარებენ სამუშაო ადგილებზე, სადაც კონტაქტი აქვთ უამრავ ადამიანთან და შესაბამისად, დაავადებისგადადების საკმაოდ მაღალი რისკი არსებობს”, – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.
ექიმების ჯგუფთან ერთად საჯარო რეესტრს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესტუმრა, რომელმაც დღევანდელი აქციის, ასევე ზოგადადვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მათი ჩართვა აქციაში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია მთლიანი საზოგადოებისთვის.მასობრივ ვაქცინაციას, განსაკუთრებით მოზრდილიმოქალაქეებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა უნდა იყოს აცრილი, როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი და 40 წლის ზემოთ მოქალაქეები. ასევე, მნიშვნელოვანია მეორე პროგრამა – უფასო შემოწმება C ჰეპატიტზე. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს დაავადება უკვე სრულად განკურნებადია, ამიტომ სასურველია, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი”, – განაცხადაამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წლის ბოლოდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. წითელა ყველაზე ადვილადგადამდები დაავადებაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კი უსაფრთხო და ეფექტურია – ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში – 93%-ს.
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით. კლინიკურადწითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ (ხველება, რინიტიანკონიუნქტივიტი) და სერიოზულ გართულებებს იწვევს. (R)