იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერის განცხადებით, ქვეყანაში კორუმპირებული სასამართლო სისტემა გვაქვს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს:
“ის რაც ხდება მოსამართლეების დანიშვნებთან დაკავშირებით არის ფსევდო-რეფორმების სრული კრახი. პრემიერის განცხადება _ მკვდარზე ვენოკი.
პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოში არჩეული არამოსამართლე წევრების მხარდაჭერის გარეშე მოსამართლედ ვერავინ დაინიშნება, ვინაიდან ხმების 2/3 საჭირო.
პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამ მარაზმზე თუ უბრალოდ მუდმივად შეწუხებული უნდა ვიყოთ?
სრულად დისკრედიტებული კორუმპირებული კლანური სასამართლო სისტემა გვაქვს, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს და ამაში თანამომაწილეა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები.
არავითარი წონა და ავტორიტეტი მათ გადაწყვეტილებებს არა აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე. მეოთხე ტალღას მოკითხვა,” _ წერს ჯანდიერი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: პრემიერი უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე განცხადებას ავრცელებს _ “მძიმეა რეაქცია”
სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლეები უვადოდ დაინიშნენ