აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ლანჩხუთი – ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, სოფელ ჩოჩხათის მოსახლეობას შეხვდნენ.
ნინო წილოსანმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განხორციელდება და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება. როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კვლავაც აქტიურად ჩაერთვება და ასევე, მნიშნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც.
“მავნებელთან ბრძოლა ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას”, _ განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ.
(R)