ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, კულტურისა და დასვენების პარკში უცნაური ძეგლი დადგეს, რამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. ოზურგეთელების უმრავლესობამ ვერ გაიგო რას ნიშნავს ეს ძეგლი.
კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორის ინგა დუმბაძის თქმით, ეს “გნომიკია”:
“ეს არის გნომიკი _ ასე მითხრა ხის მჭრელმა, რომელმაც გააკეთა. შეკვეთილში, მუსიკოსების პარკში ვინც მუშაობდა მისი გაკეთებულია,” _ გვითხრა დუმბაძემ.
მისივე თქმით, ამ ძეგლში 300 ლარი გადაიხადეს:
_ ჯერ არის ნედლი და დაუსრულებელია, _ ამბობს დუმბაძე.