ოზურგეთში, ანასეულის ტერიტორიაზე მდებარე ჩაის ფაბრიკა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას უარყოფს ანასეულის ჩაის ფაბრიკის მფლობელი გია ხუჭუა:
_ არაფერი, არაფერი მომხდარა, კაცო, ტყუილია მაგი.
_ რატომ მალავთ, ბატონო გია, ქურდობა არ მომხდარა?
_ მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, _გვითხრა მან.
შსს პრესსამსახურში კი ადასტურებენ ქურდობის ფაქტს და განმარტავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, _ამბობენ პრესსამსახურში.