საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ სტატისტიკური მონაცემების ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ჭიჭინაძემ ეჭვქვეშ დააყენა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც იმპორტსა და ექსპორტს შორის შემცირებულ სხვაობას ასახავს.
,,შემცირებული სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის იმ ტენდენციებიდან, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ალბათ, უფრო სხვა რამეზე მიანიშნებს, ვიდრე დადებით ტენდენციაზე სოფლის მეურნეობაში. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება მომხმარებელი პროდუქტის იზრდება და იმპორტი მცირდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ან ჩვენი მოსახლეობა ნაკლებს ჭამს ან ქვეყანას ტოვებს სხვანაირად ამას ახსნა არა აქვს. თუ შემოსავლები და თხილის ექსპორტი შემცირდა, არამგონია,ეს ჯანმრთელი სტატისტიკა იყოს“, _ მიმართა ჭიჭინაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს.
ამ წუთებში აგრარულ საკითხთა კომიტეტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ.