თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო „მზა ჩითილი” გაიხსნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით და დანადგარებით არის აღჭურვილი. კომპანია ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, დიდი რაოდენობის მოსავალი მიიღონ ნაკლები დანახარჯებით.
სათბურში, რომელიც მარნეულში, სოფელ აზიზქენდში 1.1 ჰექტარზეა განთავსებული, ბოსტნეულისა და ყვავილების ჩვეულებრივი და დამყნობილი ჩითილების წარმოება მოხდება. სეზონის განმავლობაში 7 მლნ, წლიურად კი 30 მლნ ჩითილის გამოყვანა იგეგმება. ანალოგიური საწარმო საქართველოში დღემდე არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა საზღვარგარეთ უწევდათ.
კომპანიამ სასათბურე კონსტრუქციისა და ჩითილების დასარგავი დანადგარების შეძენა თიბისი ლიზინგის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. დაფინანსების ჯამურმა თანხამ 1მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა. ჩვენი მიზანია, მუდმივად დავნერგოთ უხლესი ტექნოლოგიები და ქართველ ფერმერებს მოსავლის მიღების პროცესი გავუმარტივოთ. დღეიდან უკვე შესაძლებელია დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მინიმალური დანახარჯით.”, -აცხადებს კომპანია „მზა ჩითილის” მარკეტინგის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია.
„თიბისი ლიზინგი N1 სალიზინგო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანია აქტიურად აფინანსებს თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ სხვა ძირითად საშუალებებს, რაც ბიზნესსექტორს განვითარებისთვის ესაჭიროება. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმ კომპანიებს გავუმარტივოთ ინვესტიციის პროცესი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო იფუნქციონირებს”, – განაცხადა თიბისი ლიზინგის დირექტორის მოადგილემ, ნატო ტორონჯაძემ.
,,მზა ჩითილი” კომპანია WG Techno – წყლისა და გაზის ტექნოლოგიების მიერ დაფუძნდა, რომელიც თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მიმწოდებელია საქართველოში. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.mzachitili.ge
(R)