“თერგის” ბაზრობის მიმდებარე ტერიოტიაზე ამ წუთებში ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილები. “გურია ნიუსის” კორესპონდენტის ცნობით, მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
დაზარალებულების თქმით, რომლებისთვისაც ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, ამ დრომდე ვერ ახერხებენ ობიექტზე შესვლას. მათ უმეტესობას საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ცაბაძის ქუჩაზე, “თერგის” ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა.
ხანძარს 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.