ბორჯომში სპეცდანიშნულების რაზმი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. ისინი პოლციის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განთავსებულები.
“ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში საკრებულოს მინდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს პოლიციას.
“ჩემი ინფორმაციით შენობაში არავის უშვებენ, თანამშრომლებსაც კი. პოლიციის გარდა მობილოზებულია სპეცრაზმიც. ჩემთვის გაუგებარია სპეზცრამის იქ ყოფნით, მთავრობას ვისზე უნდა შთაბეჭდილების მოხდენა _ ოპოზიციაზე, რომელიც “ქართულ ოცნებას” ხელფასებს არ უზრდის, თუ საკუთარ აქტივისტებზე რომლებიც გუშინ თავადვე გამოიყვანეს ქუჩაში.
სამწუხაროდ, პოლიციის ქმედება კრიტიკას ვერ უძლებს. ამ სტრუქტურის უმოქმედობამ გახადა მოვლენები უკონტროლო ბორჯომში. მოვლენებმა, რომელიც იქ განვითარდა ყველას დაანახა, რომ “ქართული ოცნება” ოროენტირებულია პირადი კომფორტის მოწყობაზე და არა ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, რისთვისაც, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეები ჩინოვნიკებს ქირაობენ.
ასევე სამწუხაროა, როცა არჩევნების შედეგების შეცცლას ხელისუფლება ძალადობით ცდილობს. როგორც სჩანს, მათ ასე ესმით დემოკრატია” _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირმა ნადირაშილმა.
იმის გასარკვევად თუ რა დანიშნულებით შეიყვანეს სპეცრაზმი ბორჯომში “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ და კომენტარს დეტალების გარკვევის შემდეგ გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინ მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდის საკითხი ჩააგდო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
გვიან ღამით ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.