დღეს, ფეხბურთში ეროვნული ლიგის ახალი 30-ე სეზონი იწყება. პირველი მატში ქუთაისში იმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ,,ტორპედო“ ამ წუთებში გორის ,,დილას“ მასპინძლობს.
აღსანიშანავია, რომ გახსნითი მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა გამართულიყო, რადგან გასული სეზონის ბოლო ტურში ქუთაისის ,,ტორპედოს“ გულშემატკივრებმა, დინამო არენაზე, დიდი არეულობა მოაწყვეს და კლუბმა დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩმა უმაყურებლოდ არ ჩაიარა და ტორპედო, გორის დილას ცარიელი ტრიბუნების ფონზე მესამე წრის შეხვედრაში უმასპინძლებს.
ქუთათურები, ახალ სეზონს სუპერთაისის მოგებით იწყებენ და ისინი, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდებიან.
ქუთაისის ,,ტორპედოს“ მთვარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის განცხადებით, ტორპედოსთვის ახალი გამოწვევაა ჩემპიონობის შენარჩუნება.
,,სასიხარულოა, რომ სეზონს ტიტულის მოგებით ვიწყებთ. როგორც ფეხბურთელს, წაგებული მაქვს თბილისის დინამოსთან სუპერთასი და ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელის რანგში მოვიპოვე გამარჯვება. ტორპედომ, ისტორიაში პირველად, მოიგო ეს ტიტული. ჩვენი ახალი გამოწვევა საქართველოს ჩემპიონობის შენარჩუნებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ძალით ითამაშებს და თუ ტიტულის დაცვა გვინდა, უნდა მოვუმატოთ. იმედია, კიდევ არაერთ ტიტულს მოვუტანთ ჩვენს ქალაქს და ჩვენს გუნდს“, _ განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
პირველი ტურის მატჩები 2, 3, 4 და 5 მარტს გაიმართება, სადაც, ქუთაისის ,,ტორპედო“ გორის ,,დილას“, საჩხერის ,,ჩიხურა“ ფოთის ,,კოლხეთს“ , თბილისის ,,ლოკომოტივი“ სამტრედიის ,,სამტრედიას“, თბილისის ,,დინამო“ რუსთავის ,,რუსთავს“ და თბილისის ,,საბურთალო“ ბოლნისის ,,სიონს“ დაუპირისპირდება.