გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი.
“8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე“, _ ნათქვამია “გურია ნიუსისთვის” გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.