ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ოთხის ნაცვლად 8 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობილია ისიც, რომ 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ 8 ანტენატალური ვიზიტით. ვიზიტები მოიცავს, როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს.
ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართონ შერჩეულ კლინიკას, სადაც გაივლით ანტენატალურ მეთვალყურეობას მშობიარობამდე.