https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი ლეგენდა

13:03; 10.03.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის „დინამო”, საბჭოთა კავშირის რამდენიმეგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი 1962 წელს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასს დაეუფლა – ფინალში მადრიდის „რეალი” დაამარცხა.

ვლადიმერ უგრეხელიძე, გულშემატკივართათვის უბრალოდ „პტიცა”, იმ ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედია – გადამწყვეტ შეხვედრაში, 1962 წლის 29 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში რომ გაიმართა, 14 ქულა ჩაუგდო ესპანეთის სამეფო კლუბს.

მიხეილ ქორქია ერთ-ერთია იმ ორი ქართველი კალათბურთელიდან, უმაღლესი სპორტული ჯილდო – ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი რომ მოუგია.

დღევანდელ წერილში ამ ორ ლეგენდარულ კალათბურთელს გავიხსენებთ. რამდენიმე დღის წინ მათ ძველ ინტერვიუებს გავეცანი, სადაც საკუთარ სპორტულ კარიერაზე საუბრობდნენ.

ვლადიმერ უგრეხელიძე

„1956 წლიდან ვვარჯიშობდი „ტონოში”, 17 წლის ვიყ

ავი მაშინ. ორ წელიწადში „დინამოში” თაობათა ცვლა დაიწყო: კალათბურთიდან ნელ-ნელა წავიდნენ ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვაჟა გვანცელაძე, ლევან ინწკირველი, ალექსანდრე კილაძე, გურამ აბაშიძე… დინამოელთა მწვრთნელმა გიორგი ავალიშვილმაც სწორედ იმ დროს მიხმო.

ბედნიერი ვარ ოთარ ქორქიას მხარდამხარ ერთი წელი რომ ვითამაშე. ის ჩვენი კალათბურთის ნამდვილი ბერმუხა იყო! ადამიანი, ვისგანაც ყოველ თამაშში რაღაცას სწავლობდი. ძალიან გამიხარდა, როცა ბატონი ოთარი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. სხვა თანაგუნდელებიდან გურამ მინაშვილს და ანზორ ლეჟავას გამოვარჩევდი: მინაშვილს საოცარი პასები ჰქონდა, ლეჟავა კი, ასე ვთქვათ, კალათისკენ გზას მიხსნიდა.

მეტსახელი „პტიცა” ჯერ კიდევ სკოლაში შემარქვეს. თბილისის ვაჟთა მე-14 რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, როცა მძლეოსნობის ვარჯიშზე კარგა გვარიანად შორს გადავხტი. ერთი კლასელი მყავდა, მურაჟინოვი, მძლეოსანი იყო და ჩემი ნახტომი რომ ნახა, წამოიძახა: ერთი ამას შეხედეთ, ჩიტივით ხტუნავსო… მურაჟინოვის რუსულად ნათქვამი სიტყვა და ჩემი მეტსახელის დაბადება ერთი იყო – მას მერე „პტიცა” ვარ.

ის ამბავი, რაც 1959 წლის სპარტაკიადის ნახევარფინალში საქართველოს და ლატვიის ნაკრებ გუნდებს შორის მოხდა, მეეჭვება კალათბურთის ისტორიას ახსოვდეს: სამმა ქართველმა ხუთ ლატვიელს აჯობა! ლატვიელებს ნახევარფინალში შევხვდით – დაძაბული, უხეში მატჩი იყო. მსაჯმა გაფრთხილებები არ დაგვაკლო, მესამე დამატებით დროში კი, როცა 5-წუთიანი ტაიმი დაინიშნა, ჩვენ კი სათადარიგო მოთამაშე აღარ გვყავდა, მსაჯმა ჯერ მე გამაფრთხილა და გამაგდო, მალე კი ლევან მოსეშვილის მომაყოლა. უკანასკნელ 22 წამს ფიცარნაგზე გურამ აბაშიძე, ვალერი ალთაბაევი და თამაზ კაკაურიძე დარჩნენ. მერე რაც მოხდა, ნამდვილი სასწაული იყო: ბიჭებმა ის თამაში მოიგეს! ბალტიისპირელებს ძალიან კარგი ბიჭები ჰყავდათ: კრუმინში, მუჟნიეკსი, ვალდმანისი… ეს უკანასკნელი  იმ დროს საკავშირო ნაკრების კაპიტანი იყო…  ფინალში რუსეთს შევხვდით, თუმცა ლატვიელებთან მატჩით იმდენად გამოფიტულები ვიყავით, რომ მათ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეთ.

1960 წელს, რომში, ოლიმპიადის ნახევარფინალში პუერტორიკოელებს შევხვდით. მატჩის დასრულებამდე 58 წამი რჩებოდა, ჩვენ 24 ქულას ვიგებდით, როცა კალათიდან ასხლეტილ ბურთზე დასამატებლად ავხტი. ჰაერში მეტოქე შემასკდა. წონასწორობადაკარგული, ცუდად რომ არ დავცემულიყავი, კალათის რგოლს ჩავეჭიდე… მაშინ სად იყო ასეთი რგოლები?! ფარი მოწყდა და მასთან ერთად დავვარდი. ჩემდა ბედად, დახრა მოვასწარი, თორემ იმხელა კონსტრუქცია თავს წამაცლიდა… შუშა ჩაიმსხვრა. მის გამოცვლას ორ საათზე მეტი დასჭირდა. მერე, როცა ფარი ხელახლა დააყენეს, ის დარჩენილი 58 წამიც ვითამაშეთ. ფინალში ამერიკელებს შევხვდით. დასამალი რაა: გვაჯობეს და ჩვენც ვერცხლის მედლებით დაგვაჯილდოვეს. სხვათა შორის, თბილისში პუერტორიკოელებთან გატეხილი ფარის ნამსხვრევებიც წამოვიღე. დიდხანს ვინახავდი, სანამ შვილიშვილებმა საბოლოოდ არ დალეწეს.

რომის ოლიმპიადიდან ერთ კურიოზს გავიხსენებ: იტალიელებთან მატჩის დროს გურამ მინაშვილმა შემთხვევით იდაყვი მოარტყა მათ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე ვიონელოს. იტალიელს სისხლი წასკდა, გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა კი მონეტები დაგვიშინეს. ბიჭებმა ფიცარნაგზე დაყრილი ფული შევაგროვეთ, მეორე დღეს კი იმ „ძღვენით” პოპულარული იტალიური ფირფიტები შევიძინეთ.

1962 წლისთვის გუნდში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა: ანზორ ლეჟავა, ალექსანდრე კილაძე, რევაზ გოგელია, ლევან მოსეშვილი, ვალერი ალთაბაევი, ლევან ინწკირველი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხიერელი, გურამ მინაშვილი… ყველამ: ბიჭებმა, მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა მთელი სული და გული ჩავდეთ იმ სეზონში და გავიმარჯვეთ კიდეც!

ჩემპიონთა თასის ფინალამდე ერთი შეხვედრაც არ წაგვიგია: 1/8 ფინალში ბუქარესტის „სტიაუას” ვაჯობეთ, მეოთხედფინალში თურქეთის „დარუშაფაკის”, ნახევარფინალში კი კარგად ნაცნობი მოსკოვის ცსკა დავამარცხეთ – 75:71 და 77:66. ფინალიც ორმატჩიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირსა და ესპანეთს შორის არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო, ერთი მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვა გადაწყდა. ესპანელებს შვეიცარიაში, ჟენევაში შევხვდით – 90:83 და ჩემპიონთა თასიც მოვიგეთ!

„რეალი” ძალიან ძლიერი კლუბი იყო – გამოცდილი, ტიტულიანი… მათი ლიდერი ამერიკელი ჰაიტაუერი იყო, მაგრამ ჟენევაში მაინც ჩვენ მოვიგეთ. როგორც ჩანს, გამარჯვება ძალიან გვწყუროდა! მიუხედავად იმისა, რომ ჰაიტაუერმა ძალიან ბევრი ქულა ჩაგვიგდო, ჩვენ გუნდური თამაშით ვაჯობეთ მათ. ყველაზე მეტი ქულა, თუ არ ვცდები, ვალერი ალთაბაევმა ჩააგდო – 17, ანზორ ლეჟავამ კი 16. მე და შურა კილაძემ 14-14 ქულა მივითვალეთ. სხვათა შორის, წლების განმავლობაში არავის ენახა იმ ფინალის ოქმი და ახლახან მიაგნეს ერთ-ერთ არქივში.

1962 წელს, საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვესტუმრეთ. ნიუ იორკში, „მედისონ სქვერ გარდენში” პროფესიონალთა მატჩს დავესწარით – ცინცინატელებს მასპინძლობდნენ. ნიუიორკელთა შორის ბობ ქოუსი იყო საუკეთესო, სტუმრებიდან კი ოსკარ რობერტსონი – ვერც ვიცანი, ისე გაზრდილიყო, როგორც მოთამაშე!

1972 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, ნაკრებში მოხვედრის იმედიც მქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ევგენი გომელსკი გადააყენეს, ჩემი „პოზიციებიც” შესუსტდა. გომელსკი კონდრაშინმა შეცვალა, მან კი უპირატესობა ჩემს კონკურენტს, ცსკა-ს წევრ გენადი ვოლნოვს მიანიჭა, რომელსაც იმ პერიოდში ხეირიანად არც უთამაშია. ოლიმპიური ოქრო რომ ვერ მოვიგე, ცხადია, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ მიშა ქორქიას და ზურა საკანდელიძის წარმატებამ მაინც ძალიან გამახარა!“

მიხეილ ქორქია

„1965 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოში” ამიყვანეს. იმ დროს მთავარი მწვრთნელი ბიძაჩემი იყო, თან გუნდის გაახალგაზრდავება იწყებოდა… მიუხედავად ამისა, „დინამოს” ნაცვლად საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ამოვყავი თავი _ გუნდი ევროპის II ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და რადგან მოსწავლეთა სპარტაკიადაზე კარგად ვითამაშე, მწვრთნელმა სერგეი ბაშკინმა თავისთან მიხმო. ევროპის ჩემპიონატი იტალიაში ჩატარდა. ჩვენ პირველი ადგილი დავიკავეთ, მე კი, როგორც საუკეთესო თავდამსხმელი, მცირე ოქროს მედლით დამაჯილდოვეს.

ჩემი დებიუტი თბილისის სპორტის სასახლეში 1968 წლის 8 თებერვალს, კაუნასის „ჟალგირისთან” შედგა. „დინამოს” მთავარი მწვრთნელი იმ დროს უკვე ლევან ინწკირველი იყო. მეორე ტაიმი იწყებოდა, როცა მითხრა, მოემზადეო. თავი სიზმარში მეგონა! მატჩი ჩვენ მოვიგეთ, მე კი 18 ქულა დავაგროვე! მეორე მატჩი „ჟალგირისთან” ორი ქულით წავაგეთ, მე 24 ქულა ჩავაგდე.

იმ წელს, 14-წლიანი შესვენების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით! თან, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე! მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ საკანდელიძე გვაკლდა – ის მეხიკოს ოლიმპიადისთვის მთელი წელი ნაკრების შემადგენლობაში ემზადებოდა, მაინც კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით საშინაო შეხვედრებში.

მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ვთამაშობდი და „დინამოს” ერთ-ერთ ლიდერადაც ვითვლებოდი, ნაკრებში ვერაფრით ვხვდებოდი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, მწვრთნელებმა მითხრეს, ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ, შენთვის ჯერ ადრეაო და გუნდს მიღმა დამტოვეს. ერთი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის წინ, სულ ბოლო მომენტში ამომშალეს სიიდან. 1971 წელს, ევროპის მორიგი პირველობის წინ, კვლავ კანდიდატთა შორის ვიყავი და როცა საბოლოო სიაში ჩემი შეყვანა-არშეყვანის საკითხი წყდებოდა, ზურაბ საკანდელიძემ დამიცვა. მწვრთნელებთან შესულა და უთქვამს, თუ მიშას გუნდს მიღმა დატოვებთ, ჩემოდანს ჩავალაგებ და მეც თბილისში დავბრუნდებიო. ეტყობა, მისმა მუქარამ გაჭრა – მწვრთნელებმა ნაკრებში ჩამრთეს. იმ წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მეთერთმეტედ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული ზურაბმა მეოთხედ, მე კი პირველად!

ევროჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ზურიკო შემიჩნდა: გერმანიაში ვართ, ბავარიული ლუდი არ გავსინჯოთო?! ლუდზე გიჟდებოდა! ვუთხარი, რას ამბობ, ძლივს ნაკრებში მოვხვდი, ახლა კიდევ ეს მინდა, რომ გაიგონ, ნაკრებიდან გამაგდებენ-მეთქი. ნუ გეშინია, აქ არ ვარო, – „დამამშვიდა”. ავდექით და ერთ-ერთ ბარში შევიძურწეთ. ლუდით ვტკბებოდით, მაგრამ ვგრძნობდი, ეს ამბავი მშვიდობიანად არ დასრულდებოდა. უცბად გაიღო კარი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სპორტკომიტეტის თავმჯდომარე და გუნდის ექიმი არ შემოდიან? არ მახსოვს ვინ, ერთ-ერთმა მათგანმა ჩაილაპარაკა: „აი, ასე ემზადებიან ქართველები ევროპის ჩემპიონატისთვის”… საბედნიეროდ, გადავრჩით: ჩვენი არ იყოს, ისინიც გამოპარულიყვნენ ლუდის დასალევად.

მიუნხენის ოლიმპიადაზე ჩემი თამაში თბილისში გამართული იური გაგარინის მესამე მემორიალის შემდეგ გადაწყდა. ეს შეჯიბრება ზუსტად თამაშების წინ გაიმართა. მაშინ გუნდს ვლადიმერ კონდრაშინი წვრთნიდა. თბილისში მართლა ძალიან კარგად ვითამაშე, საკანდელიძეც ჩვეულად ბრწყინვალე იყო და მწვრთნელმაც ორივე განაცხადში შეგვიყვანა.

ოლიმპიადაზე ცხრავე შეხვედრა მოვიგეთ! ყველაზე მეტი ქულა – 13 – ფილიპინელებთან ჩავაგდე, უქულოდ კი ორ თამაშში დავრჩი – ჯგუფში იტალიელების და ნახევარფინალში კუბელების წინააღმდეგ.

ფინალში ჩვენი მეტოქეები ამერიკელები იყვნენ. ერთ მომენტში, დუაიტ ჯონსთან ორთაბრძოლისას, ბურთი ვერ გავიყავით. ამერიკელი მეუხეშა და არც მე დამიკლია, მსაჯებმა კი ორივე გაგვაგდეს. სათადარიგოთა სკამისკენ რომ მივდიოდი, მწვრთნელს თვალს ვერ ვუსწორებდი, ვფიქრობდი, მორჩა, ნაკრებში ჩემი კარიერა დასრულდა-მეთქი. მაგრამ კონდრაშინი თვითონ მოვიდა, თამაშისთვის მადლობა გადამიხადა, ბეჭზე ხელი მომითათუნა და მითხრა: „იცი შენ ვინ გააგდე”? ფინალი როგორც დასრულდა, გემახსოვრებათ: საკანდელიძის „ოქროს ფოლი”, ივან ედეშკოს „ოქროს პასი” და სერგეი ბელოვის „ოქროს ორი ქულა”. საბჭოთა კავშირის ნაკრები პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!

1980 წლის იანვარში ჩემპიონატის პირველი წრის ტურს რიგამ უმასპინძლა. იმ დროს უკვე ვფიქრობდი წასვლაზე – არ მინდოდა გულშემატკივრის სტვენის შემდეგ დამემთავრებინა ყველაფერი და ამიტომ, რიგაში რამდენიმე თამაშის შემდეგ, კარიერა დავასრულე. დროული გადაწყვეტილება იყო. მეგობრები მეუბნებიან, კიდევ ითამაშებდი ორ-სამ სეზონსო, მაგრამ ხომ იცით, წასვლის მომენტი არ უნდა გამოგეპაროს. მგონი, მე დრო ზუსტად შევარჩიე.

დიდი კალათბურთიდან 1981 წლის 27 სექტემბერს გამაცილეს. მეორე დღეს გაზეთები ჩემს შესახებ წერდნენ… რა თქმა უნდა, გაცილებას დიდი სევდაც თან ახლდა, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნებოდა – ჩემი ცხოვრება ხომ კალათბურთი იყო“. 

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025

რა უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე ვინმეს თავდებში ჩაუდგებით, თანხა თქვენ რომ არ დაგეკისროთ

მაგნიტოფონები, პლასტიკური ბარათები... _ პოლიციამ ბათუმში ქურდობის 7 ფაქტი გახსნა

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო