საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად საპარლამენტო უმცირესობამ ნინია კაკაბაძე წარადგინა.
კაკაბაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიის ცხრა წევრიდან ცხრავემ დადებითი შეფასება მისცა.
კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტის სხდომაზე ეყრება კენჭი.
უკვე ცნობილია სახალხო დამცველის კანდიდატურაც _ ნინო ლომჯარიამ საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა, რომელსაც კომისიის 7 წევრის დადებითი, ხოლო 2 წევრის უარყოფითი შეფასება აქვს.
კანდიდატურა დაასახელა აჭარის უმაღლესმა საბჭომ _ მათი რჩეული ბესიკ ლილუაშვილია, რომელიც აჭარის მთავრობის მრჩეველელის თანამდებობაზე მუშაობდა.
ჯერჯერობით კანდიდატურა არ დაუსახელებია საპარლამენტო უმრავლესობას _ არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას წარადგენს, რომელსაც შესარჩევი კომისიის ცხრა წევრიდან სამმა უარყოფითი შეფასება მისცა და მისი გამოსვლა შესარჩევ კონკურსზე დღემდე განხილვის თემაა.
შათირიშვილმა გასაუბრებაზე თქვა, რომ არ იცნობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, არც მაუწყებელზე აუდიტის დასკვნას და არც მაუწყებელთა ქცევის კოდექსს გაცნობია.
ვრცლად იხილეთ ლინკზე