ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელსაც სავარაუდოდ კავშირი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მომწამლავი ნივთიერება მანქანაში კონდიციონერიდან გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ავტომობილი სერგეი სკრიპალის მეგობარს, როს კასიდის ეკუთვნის და 3 მარტს იულია აეროპორტიდან წაიყვანა.
„ეს ფარსია. 15 დღის შემდეგ მათ ავტომობილი მიყავთ. ეს იყო პირველი ავტომობილი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ ამ ქვეყანაში და ბოლო ავტომობილი, რომელიც პოლიციამ წაიყვანა“,_ აცხადებს მანქანის მფლობელი.
როგორც ცნობილია, გამოძიების დასრულებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.
ამავე თემაზე:
„ყველანაირ გაგებას ცდება“_ ვინ და რას უკავშირებს ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლას
„ლაბორატორიები, სადაც საიდუმლო იარაღი იქმნება, შემოწმებას ჩვეულებრივ გადიან“