“ეს ნაწამები კაცის ვითომ გულის უკმარისობა ჩვენს ნამდვილ გულის უკმარისობად უნდა იქცეს” _ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“არჩილ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობოთ გარდაიცვალა” – წერია რუსეთის ექსპერტიზის დასკვნაში და ეგებ ეს წინადადება სხვა, უფრო დიდ დასკვნადაც იქცეს ჩვენთვის – მტერი ვიცნოთ. მე არ გამიგია დათვი, მორეულზე ბაბას ძახილი რომ ესმოდეს. ან რატომ უნდა ჩავთვალოთ თავი მორეულად?
როცა ჩვენს წინაპრებს, უფრო შეცოტავებულსაც კი, ამ თუ სხვა დამპყრობელთან ბრძოლაში არ ჩაუთვლიათ, არ დანებებიან და ბევრი მარცხის მიუხედავად ამ გამარჯვებამდე მოაღწიეს – მე და შენ ვარსებობთ. პათეტიკაა? იყოს. საჭირო და აუცილებელი პათეტიკა მგონია.
აბა, რა ვქნათ? იკითხავს ვინმე – ვაღიზიანოთ და ვეომოთ? არა, ბატონებო, მე მგონი პირველ რიგში ჩვენ თავებთან ბრძოლა გვჭირდება – ეს ნაწამები კაცის ვითომ გულის უკმარისობა ჩვენს ნამდვილ გულის უკმარისობად უნდა იქცეს – უკვე საკმარისია მტრის ძებნა. სირცხვილია. ის თვითონ წერს დასკვნებს ზოგიერთი ჩვენგანის სიბრმავეზე“, _ წერს კეკელიძე.